მწერალი, „კრეატივის სკოლის“ დამფუძნებელი კოტე იანტბელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც იმ ახალგაზრდებზე წერს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო აქციებს მართავენ და უკვე მეორე თვეა, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც თავის ქალიშვილს ნატა პეტრიაშვილს ლოს-ანჯელესში CalState University- ში ჩაბარებას ულოცავს.