LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » სპორტი » გვერდი 129

სპორტი

2021 წელს, თბილისში, „დინამო არენაზე“ შესაძლოა, ევროპა ლიგის ფინალი გაიმართოს

2021 წელს, თბილისში, „დინამო არენაზე“ შესაძლოა, ევროპა ლიგის ფინალი გაიმართოს. შესაბამისი ინფორმაცია uefa-მ გამოაქვეყნა. თბილისთან ერთად ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის ფინალის მასპინძლობისთვის ესპანეთის ქალაქი სევილია განიხილება. უეფა არჩევანს ამ ორ ქალაქს შორის გააკეთებს, გადაწყვეტილებას კი 2019 წლის სექტემბერში გამოაცხადებს.

ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ დათუნაშვილის შესახებ

გეგა გეგეშიძის გადადგომის შესახებ არ გვიმსჯელია, - ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ ლერი ხაბელოვმა განაცხადა. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ედიშერ მაჩაიძის განცხადებით, ზურა დათუნაშვილს ყველანაირი პირობა შეუქმნეს იმისთვის, რომ დაფიქრდეს და გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღოს.

თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი, მე გამიშვან – ზურაბ დათუნაშვილი

თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი, მე გამიშვან, შერიგებას არ ვაპირებ - ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ის გეგა გეგეშიძესთან ერთად ვერ იმუშავებს.

მთავარი არის ის, რომ დღეს დიალოგი იმართება – ლუკა კურტანიძე

ყველაზე მთავარი არის ის, რომ დღეს დიალოგი იმართება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრმა ლუკა კურტანიძემ ჭიდაობის ფედერაციასთან განუცხადა, სადაც პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს.