LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ლი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით პირდაპირი ფრენები აღდგება

160
1542264915

დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air საქართველოში ბრუნდება – ფაქტი დღეს პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა.

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ  1-ლი ოქტომბრიდან WizzAir-ი ქუთაისი-რიგის რეისებს აღადგენს. მისივე ინფორმაციით, თავდაპირველად რეისი კვირაში ერთხელ შესრულდება.

„დღეს უკვე გადავწყვიტეთ, რომ გავხსნათ 1-ლი ოქტომბრიდან ქუთაისიდან პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით. ეს ჯერ არ იქნება ისეთი თამამი გადაწყვეტილება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კვირაში ერთი რეისი, მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია, რომ გონივრულად და ფრთხილად გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს საჰაერო სივრცის ეტაპობრივი გახსნა ეპიდ. ვითარების და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები