LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილი თმებით ათრიეს, ვიყავი ერთადერთი, რომელიც გამოვედი და ვთქვი, რომ ეს მიუღებელია და არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს ასე ექცევიან – „ოცნების“ ოფისში „რაზბორკები“ მომიწყვეს“ – გიორგი გახარია

299
გიორგი გახარია და მიხეილ სააკაშვილი

„მე ვიყავი ერთადერთი „ოცნების“ წევრი, როდესაც კიევში ვიღაც დურაკმა ომონმა უკრაინის მიშა სააკაშვილი რესტორანში დაიჭირეს და თმებით ათრიეს, ვიყავი ერთადერთი, რომელიც გამოვედი და ვთქვი, რომ ეს  მიუღებელია და არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს ასე ექცევიან, მერე იქ, ოფისში რაღაც „რაზბორკები“ მომიწყვეს, რა უნდა მოეწყოთ, მაგრამ უკმაყოფილოები იყვნენ,“ – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა და პარტია „გახარია საქართველოსთვის, ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიამ ასევე ისაუბრა, რატომ ითხოვს მისი პარტია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას და თქვა, რომ „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაბაც“ მას [სააკაშვილს] იყენებენ.

„ამ “—–” (დაარქვით რაც გსურთ) მინდა ვუთხრა..“ – მიხეილ სააკაშვილი გახარიას პარტიას პასუხობს

„თუ ჯანმრთელია ეს ადამიანი და მკურნალობა არ სჭირდება, მისივე ინტერესების გამო, იმიტომ, რომ მისი ქეისი და მისი შემთხვევა პოლიტიკურად არ გამოიყენოს ყველამ, ვისაც არ ეზარება, რა თქმა უნდა, მისთვისვე სჯობია, რომ ამ პოლიტიკური თემიდან გაიყვანონ.

ამ პოლიტიკური თემიდან თუ სააკაშვილი გაიყვანეს, ჩნდება შესაძლებლობა, ჰუმანიტარულ განზომილებაში მის პრობლემა გადაწყდეს, რა გგონიათ, მიხარია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ციხეშია და ამ სამარცხვინო კადრებს რომ ანახებს „ოცნება“ მთელ მსოფლიოს, თქვენ გგონიათ ეს მე მომწონს? არ მომწონს.

ყველა ის ადამიანი, ვინც სააკაშვილის თემაში პოლიტიკურ განზომილებას აყენებს ჰუმანიტარულ განზომილებაზე მაღლა, არის მისი მტერი. „ნაცებიც“ იმავეს აკეთებენ – ნაცებიც სპეკულირებენ და ვაჭრობენ ციხეში მყოფი ადამიანის სიტყვით, გამონათქვამით.

გინახავთ, რომელიმე პატიმარი ამ ქვეყნის ისტორიაში, რომელიც სასამართლო დარბაზიდან საქმის არსებით განხილვისას, საუბრობდეს პოლიტიკური „მესიჯებით“ და ფაქტობრივად, პოლიტიკურ აგიტაციას ეწეოდნენ. თქვენ იცით, რომელიმე სხვა პატიმარი, რომელიც ორი წელია თითქმის, სამკურნალო დაწესებულებაშია? 

ჩვენ არ მოგვითხოვია სააკაშვილის ციხეში დაბრუნება, მოვითხოვეთ, მარტივი რამ გვითხარით, რატომ აძლევს სასამართლო სისტემა და პროკურატურა ადამიანს, იმის მაგივრად, რომ იმსჯელოს საქმის არსებით თემებზე, პოლიტიკური „მესიჯები“ [ახმოვანოს] – იმიტომ, რომ იყენებენ.

„ოცნებაც“ იყენებს სააკაშვილს, რომ მისგან როგორმე იქნებ საფრთხობელა შექმნან და „ნაციონალური მოძრაობაც “იყენებს, რომ იქნებ ამ მიშასგან, რაც არის დარჩენილი, რაღაც რესურსი დააკონვერტირონ.

სიმართლე არის იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დიდ ნაწილს სულ ფეხებზე კიდია მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობაც, მისი პოლიტიკური მომავალიც, მარტო თავის თავზე ფიქრობენ, „ოცნებაც“ ცდილობს გამოიყენოს,“ – განაცხადა გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

მანვე ოპოზიციასთან შესაძლო ალიანსზეც ისაუბრა და თქვა, რომ ხელოვნურად შექმნილი ერთობების არ სჯერა, მისი პარტია კი ნიკა გვარამიას „ახალთან“ გაერთიანებას, გამორიცხავს.

გიორგი გახარია: „ივანიშვილმა იცის, რომ „ოცნება“ დამარცხებულია და ამის გააზრება უმძიმესი იქნება – არჩევნების შემდეგ ის იქნება საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ოპოზიციის ლიდერი“

„ნუ გვეტენებით… ძალიან მარტივია ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება. ძალიან ბევრი ადამიანია, რომელმაც პოლიტიკაში რატომღაც ჩემთან ურთიერთობა დაიწყო, რომ კითხვები მაქვს და იმაზე უპასუხოს, წარსულზე კი არა, მომავალზე უპასუხოს.

მე რომ მეუბნებით, რომ ხისტი ვარ, რაღაც მომენტებში შეიძლება ემოციური ვარ, გაიხსენეთ, რეები აქვთ ჩემთვის ნაწოდები, ან დაბრალებული ან უსაფუძვლოდ რაღაც საშინელებები ნალაპარაკები.

იმდენ რამეს ვარ მიჩვეული, რომ ვიცი ერთი რამ, მთავარია, რომ ვიყო გულწრფელი და მართალი და ემოციებს, დარწმუნებული ვარ, რომ ამომრჩეველი მაპატიებს. 

ამის უკან, რომ იყოს რაიმე პოლიტიკური შინაარსის მდგენელი, ამაზე შეიძლება მსჯელობა, მაგრამ როდესაც არ არსებობს თემა და ჭორაობით გვინდა, რომ თემები შევქმნათ, არ ვიღებ ასეთ ხელოვნურ პროცესებში მონაწილეობას. მე მჯერა ფასეულობებზე დაყრდნობილი ერთიანობების, არ მჯერა, ხელოვნურად შექმნილი, ვიღაცის დასამარცხებლად, ვიღაცაზე გასამაჯვებლად, არ მჯერა“. – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ნიკა გვარამია: „ახალზე“ ლაპარაკობს სახელისუფლებო მედიაც და ხელისუფლებაც, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მძიმეწონიანი მოთამაშეები ვართ, ილაპარაკეთ ჩვენზე, ეს გვაწყობს“

პოპულალურები