LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ “—–” (დაარქვით რაც გსურთ) მინდა ვუთხრა..“ – მიხეილ სააკაშვილი გახარიას პარტიას პასუხობს

245
მიშა სააკაშვილი

პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ მოთხოვნას, პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნონ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „მათ მიზანს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება წარმოადგენს, რათა მას ამომრჩეველთან კომუნიკაციის შესაძლებლობა წაერთვას“.

„მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს ეს წინასაარჩევნო სპექტაკლი – გადაიყვანოს სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“ – დაუშვილი

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ის ახლაც ციხეშია, შეზღუდული აქვს კონტაქტები და ერთადერთი ვისაც რეგულარულად ნახულობს დედამისია.

„ხელისუფლება თუ შეიცვალა, მთელს ოპოზიციას თანამშრომლობა მოგვიწევს – სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება არის მავნებლური“ – გოცირიძე

მაჭარაშვილი: „გახარიას განცხადებას, რომ თითქოს სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვს, არავინ დაიჯერებს.. ერთი წლის წინ მასთან პოლიტიკურ ქორწინებაში შევიდა და დღემდე ქორწინებაში არიან“

„გუშინ, ადამიანურობისგან სრულიად დაცლილმა ორიოდე არსებამ, პარლამენტში ჩემი სასწრაფოდ ციხეში გადაყვანა მოითხოვა, მიზეზი ჩემი „სასამართლო“ სხდომაზე ჩართვა იყო. თურმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ საქმეზე პოლიტიკაზე საუბარი როგორ გავბედე და თანაც, კიდევ უფრო დიდ ცოდვად რამდენიმე ფრაზის უკრაინულად თქმა ჩამითვალეს.

ამ “—–” (დაარქვით რაც გსურთ) მინდა ვუთხრა, ჯერ ერთი, მე ახლაც ციხეში ვარ, ბოლო წელიწადზე მეტს უჟანგბადო სივრცეში ვატარებ, რომელშიც მზის სხივი არ აღწევს და არც სეირნობაა შესაძლებელი. აქ მე უკიდურესად შემიზღუდეს კონტაქტები და ერთადერთი ვისი რეგულარულად ნახვის ფუფუნება მაქვს არის დედაჩემი, რომელსაც მოაქვს საკვები, მას შემდეგ, რაც ციხეში მძიმე მეტალებით მოწამვლა დამიდასტურდა.

ამ არსების მთავარი გაღიზიანების წყარო არის ის, რომ მე აღვიდგინე საუბრის უნარი და რუსთავის ციხეში გადაყვანაც სწორედ იმიტომ სურთ, რომ იქ სამედიცინო ყურადღების უკიდურესი შეზღუდვის პირობებში, მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისა და რამდენიმე თვის წინანდელ მდგომარეობაში დაბრუნების დიდი შანსია.

მოკლედ ამათ სურთ, რომ მე წამერთვას ამომრჩეველთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, (სხვანაირად ეს გამოხტომა არ აიხსნება) შეუძლებელია მათ არ იცოდნენ, რომ რუსთავის ციხიდან ადმინისტრაცია ვალდებული იქნება სასამართლო სხდომებზე მატაროს და იქ კიდევ უფრო თავისუფლად შევძლებ საუბარს, ოღონდ ამათ დიდი იმედი აქვთ, რომ ცუდად გავხდები და არაფრის თავი არ მექნება, ან თუ მოვკვდები მაშინ ჰგონიათ, რომ ბედნიერება ეწვევათ.

რაც შეეხება ჩემს სიმპტომებს, მათი 80% არსად წასულა და ეს მთავრობამ შესანიშნავად იცის.

თქვენ თვითონ განსაჯეთ რა ტიპის არსებებთან გვაქვს საქმე და ჩემს FB-ზე წერას, სჯობს პირდაპირ მათ გვერდებზე გამოხატოთ თქვენი აზრი.

P.S. დიდი მადლობა ნიკა გვარამიას და საერთოდ ყველა ადამიანს, ვინც საჯაროდ გამოხატა ადამიანური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

„მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანის მოთხოვნა არის სამარცხვინო და ამორალური!“ – გვარამია გახარიას პარტიის მოთხოვნაზე

 

 

გუშინ, ადამიანურობისგან სრულიად დაცლილმა ორიოდე არსებამ, პარლამენტში ჩემი სასწრაფოდ ციხეში გადაყვანა მოითხოვა, მიზეზი…

Posted by Mikheil Saakashvili on Friday, December 22, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები