LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს ეს წინასაარჩევნო სპექტაკლი – გადაიყვანოს სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“ – დაუშვილი

189
დაუშვილი და მიშკა

„ადგილი აქვს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ სისტემატურ დარღვევას, რაც უნდა შეწყდეს და მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ახალი წლების შემდეგ მაინც იქნეს  გადაყვანილი“, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა და თქვა, რომ არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება ეძლეოდეს.

როგორც დეპუტატმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ გადარჩენის და ხელახალი გაერთიანების სპეცოპერაცია, რომლის ორგანიზატორიც დღევანდელი „ოცნებაა“ და რომელიც კორუფიისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლო სისტემის გამოყენებით ტარდება.

ზარქუა სააკაშვილზე: „ჯიგარი ჯანზეა, მადლობა „ვივამედს!“

„სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მართლმსაჯულებას პასუხები უნდა გასცეს, მათ შორის იმაზე, თუ რატომ შეუვარდა სპეცრაზმით და დახურა იმ დროს ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანია „იმედი“, გუშინ სასამართლო სხდომაზე, პალატიდან, პირდაპირ ეთერში ატარებდა პარტიულ თათბირს, გასცემდა დავალებებს, ალაგებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელახალი გაერთიანების გეგმას, უკრაინულ ენაზე აკეთებდა განცხადებებს, ანუ ლაპარაკობდა გარემოებებზე, რომელიც არანაირ კავშირში არ არის განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან, რისი უფლებაც მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არ აქვს და ასეთ დროს მოსამართლე მას უნდა აჩერებდეს.

„მე გაძლევთ გარანტიას, რომ 4 წელიწადში საქართველო EU-ს სრულუფლებიანი წევრი იქნება - ამას გეუბნებით მე, მიშა სააკაშვილი, რომელმაც საქართველოს ერთიანობისთვის თავი გაწირა“ – სააკაშვილი

„ახლა ერთიანობის დროა, ყველანაირი წყენა წარსულში, გვერდზე უნდა გადავდოთ, იმიტომ, რომ საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება“.

სანაცვლოდ, სააკაშვილის ეს წინასაარჩევნო აგიტაციია პირდაპირ ეთერებში გადაიცემა, მათ შორის, სააკაშვილისვე დარბეული ტელეკომპანია „იმედის“ საშუალებით.

უცხო ქვეყნის მოქალაქე, საპატიმრო პალატაში მყოფი ბრალდებული სრულფასოვნად მონაწილეობს ეროვნულ პოლიტიკურ პროცესებში, რასაც კანონი უკრძალავს, მაგრამ არ უკრძალავს და მეტიც, ამის უფლებას აძლევს „ოცნება“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, ეს კამპანიური ხასიათის მოვლენაა, რომლის მიზანია, 2024 წლის არჩევნებისთვის ერთი მხრივ, დაშლილი „ნაცმოძრაობის“ გადარჩენა და მეორე მხრივ, სააკაშვილით და მისი „ნაცმოძრაობით“ საქართველოს მოქალაქეების მორიგი დაშინება“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დეპუტატმა „ოცნებას“ მოუწოდა, შეწყვიტოს ეს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო „პიარმიზნების“ მისაღწევად და ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში“:

„აცადოს სასამართლოს მართლმსაჯულების აღსრულება; შეწყვიტოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სისტემატური დარღვევა და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში – ახალი წლების შემდეგ მაინც“. – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g