LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელისუფლება თუ შეიცვალა, მთელს ოპოზიციას თანამშრომლობა მოგვიწევს – სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება არის მავნებლური“ – გოცირიძე

166
რომან გოცირიძე

„მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება არის მავნებლური განცხადება და ძალიან მდარე საარჩევნო პროპაგანდა, რომ „არც ნაცები, არც ქოცები“, – ამის შესახებ მოძრაობა „ევროოპტიმისტების“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, წინასაარჩევნოდ ოპოზიცია კონსოლიდირებული და სოლიდარული უნდა იყოს, ამის ნაცვლად, ოპოზიციაში განხეთქილების ელემენტები შემოაქვს.

„მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს ეს წინასაარჩევნო სპექტაკლი - გადაიყვანოს სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“ – დაუშვილი

„არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და მონაწილეობის უფლება ეძლეოდეს“.

„ხელისუფლება თუ შეიცვალა, „ნაცმოძრაობას“, გახარიას პარტიას და მთელს ოპოზიციას თანამშრომლობა მოგვიწევს. დღეს ამ განცხადების გაკეთება „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს.

პარტიული ლიდერები ექიმები არ არიან, მათ არ აქვთ ადამიანის ჯანმრთელობაზე საუბრის უფლება. ის თუ რა მდგომარეობაში იყო სააკაშვილი და როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახალხო დამცველის ექიმთა კონსილიუმის დასკვნებიდან ჩანს.

„მე გაძლევთ გარანტიას, რომ 4 წელიწადში საქართველო EU-ს სრულუფლებიანი წევრი იქნება – ამას გეუბნებით მე, მიშა სააკაშვილი, რომელმაც საქართველოს ერთიანობისთვის თავი გაწირა“ – სააკაშვილი

ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ავადმყოფი სააკაშვილის ციხეში გადაყვანას მძიმე პროცესი და დაძაბულობა მოჰყვება“. – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g