LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „გახარიამ რა თქვა, რომ „ოცნება“ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს? – დღევანდელ მოცემულობაში, რომ პოლიტიკოსი ამ განცხადებას აკეთებს, ან სერიოზული პრობლემები აქვს, ან რეალურად ვერ აღიქვამს რა ხდება ქვეყანაში“

181
კახა კალაძე და გიორგი გახარია

„გიორგი გახარიამ რა თქვა, რომ „ოცნება“ [არჩევნებში] ვერ გაიმარჯვებს? – დღევანდელ მოცემულობაში, რომ პოლიტიკოსი ამ განცხადებას აკეთებს – ან სერიოზული პრობლემები აქვს ან რეალურად ვერ აღიქვამს რა ხდება ქვეყანაში“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

პარტიის გენერალური მდივნის მოსაზრებით, პარტია „გახარია საქართველოსთვის” დამფუძნებელი, გიორგი გახარია „რეალობასთან ძალიან აცდენილია”:

გიორგი გახარია: „ივანიშვილმა იცის, რომ „ოცნება“ დამარცხებულია და ამის გააზრება უმძიმესი იქნება – არჩევნების შემდეგ ის იქნება საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ოპოზიციის ლიდერი“

„გახარიამ რა თქვა, რომ “ოცნება” [არჩევნებში] ვერ გაიმარჯვებს? ამ განცხადებებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. დღევანდელ მოცემულობაში, რომ პოლიტიკოსი ამ განცხადებას აკეთებს. ნუ, ერთი რამ ცხადია – ან სერიოზული პრობლემები აქვს ან რეალურად ვერ აღიქვამს რა ხდება ქვეყანაში და რეალობასთან ძალიან აცდენილია.

ეს არის ჩემი პასუხი. გუნდში ზოგადად ძალიან ბევრ რამეზე მიმდინარეობს მსჯელობა, საუბარი. ამ ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა, მე არ მიმაჩნია სწორად და საჭიროდ არ ვთვლი.

ასევე ნახეთ

„კვლევებში, რომელიც ქვეყნდება, კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ძალიან დიდ უპირატესობაში“.

თუ მას აქვს სურვილი ისაუბროს რაღაცებზე, შეიძლება რაღაცები ტყუილი იყოს, შეიძლება რაღაცები მოიგონოს. მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი ამ თემაში შევიდე”. – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები