LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება შეუძლია – ჩვენს გუნდს უდიდესი შანსი აქვს მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა, ამის თქმის საშუალებას, საზოგადოების უზარმაზარი მხარდაჭერა გვაძლევს“

130
კახა კალაძე

„კვლევებში, რომელიც ქვეყნდება, კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ძალიან დიდ უპირატესობაში“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მმართველ პარტიას აქვს უდიდესი შანსი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა, რის საფუძველსაც საზოგადოების მხარდაჭერა აძლევთ:

კახა კალაძე: „2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და მასში ჩარევას ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს“

„ამის თქმის საშუალებას, საზოგადოების მხრიდან უზარმაზარი მხარდაჭერა გვაძლევს. დღეს, საქართველოში მცხოვრებლები კარგად ხედავენ და აანალიზებენ, ვინ ვინ არის, რომელი პოლიტიკური პარტია ვის ინტერესებს ემსახურება. მთელი ამ წლების განმავლობაში, კარგად გამოჩნდა ვის რა ინტერესი ჰქონდა ქვეყნის მიმართ. რადიკალიზმით ვერავინ ვერაფერს მიაღწევს და ისინი ყოველთვის მარცხისთვის იქნებიან განწირულნი.

ასევე ნახეთ

„არანაირი კოალიციური მმართველობა. მტერმა, რაც უნდა იზრუნოს, არ გამოუვა“.

გარდა ამისა, კვლევებში, რომელიც ქვეყნდება, კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ძალიან დიდ უპირატესობაში. გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ დღეს, ჩვენს გუნდს აქვს უდიდესი შანსი მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა.

ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, ვისაც რეალურად მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება შეუძლია, სხვების თითის დაქნევაზე არ მიიღებს ისეთი გადაწყვეტილებებს, რომელიც ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და იმის შემდეგი ოთხიც.. 2028-შიც ვაპირებთ მოგებას“ – ირაკლი კობახიძე

მისი თქმით, არჩევნები მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება, ქვეყანაში არეულობის მოწყობის შესაძლებლობა კი არავის მიეცემა.

„არჩევნებს ვინც აყალბებდა, ყველას კარგად გახსოვთ – 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლების ამბავიც და ისიც, თუ ვის ჰქონდა ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობა. არცერთ გარე ქვეყანას არ მიეცემა შესაძლებლობა ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, მოაწყოს რევოლუცია.

2024 წლის არჩევნები ჩატარდება მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი ხედვები ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. საერთოდ თუ გააჩნიათ ასეთი ხედვა, რა თქმა უნდა“. – განაცხადა თბილისის მერმა.

შალვა პაპუაშვილი: „მიხეილ სააკაშვილმა 2004 წელს აიღო 96%, ასე რომ პუტინს თუ ვინმეს შეადარებთ, შეგიძლიათ სააკაშვილი შეადაროთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები