LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და იმის შემდეგი ოთხიც.. 2028-შიც ვაპირებთ მოგებას“ – ირაკლი კობახიძე

163
Untitled design (41)

„ჩვენ არა მარტო 2024-ში ვაპირებთ არჩევნების მოგებას, 2028-შიც ვაპირებთ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უზრდელობაა, როცა არგუმენტების გარეშე ასეთი ეპითეტებით მიმართავ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუტს.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არავითარი სამართლებრივი არგუმენტი, თქვა პირდაპირ, სირცხვილია, სამარცხვინოა, ეს არის უზრდელობა, როცა არგუმენტების გარეშე ასეთი ეპითეტებით მიმართავ საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუტს და მან თქვა, რომ ეს ინსტიტუტი აღარ ჰყავს ქვეყანას.

„პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ, 70 წლის ქალია და უზრდელობს“ – ირაკლი კობახიძე

„კოჭლი იხვი“ ამერიკული ტერმინოლოგიაა. პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო წელს „კოჭლ იხვს“ უწოდებენ ამერიკაში. ეს უზრდელობა არაა“

ამას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი, რით განსხვავდება ის სალომე სამადაშვილისგან ან ლევან ხაბეიშვილისგან, არაფრით, არც გუბაზ სანიკიძისგან განსხვავდება..

თავს ისაწყლებს და იიმედებს, სინამდვილეში არც მოსაწყლების საფუძველი აქვს და არც იმედის საფუძველი, იმიტომ, რომ იცის, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს და  „ოცნება“ მაგრად იქნება შემდეგი ოთხი წელიც და კიდე იმის შემდეგი ოთხი წელიც.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არა მარტო 2024-ში ვაპირებთ არჩევნების მოგებას, 2028-შიც ვაპირებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვოთ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ:

„სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად განიხილება პრეზიდენტად, ის დარჩება ე.წ „კოჭლ იხვად“ – ირაკლი კობახიძე

არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ – პრეზიდენტი

„გვეტყობა რომ ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმე ოპოზიციონერის?! სალომე ზურაბიშვილს ოპოზიციაში ჰქონდა 1% რეიტინგი“ – ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები