LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 სექტემბრიდან უკრაინის სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება

84
უკრაინელი მოსწავლე

„1 სექტემბრიდან უკრაინის სკოლებში სწავლა სასწავლო ოთახებში განახლდება“, – ამის შესახებ უკრაინის განათლების სამინისტროს ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ანდრია ვიტრენკომ განაცხადა.

უკრაინის განათლების მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, სკოლებს ახლა აუდიტი უტარდებათ იმის გამოსარკვევად, აქვთ თუ არა მათ თავშესაფრები ბავშვებისა და მასწავლებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„ბევრი რამ არის დამოკიდებული სიტუაციაზე, როდესაც საქმე ეხება სასწავლო პროცესის დაწყებას, სკოლებს ახლა უტარდებათ აუდიტი, აქვთ თუ არა მათ თავშესაფრები ბავშვებისა და მასწავლებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.“– აღნიშნა ანდრია ვიტრენკომ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

magti 5g