LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 საკულტო ფილმი მარტინ სკორსეზეს შემოქმედებიდან

filmebi

გენიალური რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს მიერ შექმნილი ფილმების ხარისხი და რაოდენობა ნამდვილად შთამბეჭდავია.  თავისი კარიერის მანძილზე სკორსეზემ 60-მდე ფილმი გადაიღო, მათ შორის არის ლეგენდად ქცეული კინოჰიტები, რომლებსაც ემოციების გარეშე ვერ ვუყურებთ. მიუხედავად იმისა, რომ სკორსეზეს ყველა ნამუშევარი გამორჩეულია, მაინც შეგვიძლია ვცადოთ და მათგან 10 საუკეთესო ამოვარჩიოთ…

„ტაქსისტი“ (1976)

ესა არის სკორსეზეს ყველაზე სრულყოფილი ფილმი. ნიუ-იორკის ცხოვრება 70-იანებში, ვიეტნამის ომის დასრულების შემდეგ. ფილმი, რომელმაც 1976 წელს კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო” მიიღო და წარდგენილი იყო „ოსკარის” 4 ნომინაციაში, მათ შორის საუკეთესო ფილმისა და მსახიობების კატეგორიაში. ფილმში მთავარ როლებს რობერტ დე ნირო და ჯოდი ფოსტერი ასრულებენ. ეს უკანასკნელი ამ დროისთვის 14 წლის იყო.

„მაგარი ბიჭები“ (1990)

ჰენრი ჰილის რეალური ისტორია, რომელიც აღწერილია წიგნში „გენიოსი“. ფილმი დამწყები განგსტერის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც სხვა უფრო ამბიციურ განგსტერებთან ერთად სხვადასხვა დანაშაულებებს სჩადის. ეს ფილმი მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში Copacabana ს კლუბში გადაღებული კადრებით, რომელიც ერთ დუბლში გადაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანულმა ჟურნალმა Total Film „მაგარი ბიჭები“ 90-იანების კინოშედევრად დაასახელა, ფილმმა „ოსკარი“ ვერ მოიგო. საუკეთესო ფილმისა და რეჟისორის ნომინაციაში სკორსეზეს კევინ კოსტნერმა მოუგო სადებიუტო ნამუშევრით „მგლებთან მოცეკვავე“.

„ცოფიანი ხარი“ (1980)

ცნობილი მოკრივის, ჯეიმს ლამოტის ისტორია მარტინ სკორსეზემ ფანტასტიკურად გადმოსცა დიდ ეკრანებზე. ფილმში მთავარ როლს რობერტ დე ნირო ასრულებს. თავად მოკრივემ ფილმის ნახვის შემდეგ აღნიშნა, რომ სწორედ ამ კინოსურათმა მიახვედრა, რამდენად ცუდი ადამიანი იყო . სკორსეზემ ფილმი ბიბლიური ციტატით დაასრულა: „ის რაც მე ვიცი, ისაა რომ ვიყავი ბრმა და ახლა თვალი გავახილე“. ამ ფილმისთვის რობერტ დე ნირომ „ოსკარი“ მიიღო, სკორსეზეს კი ამ წელს პრიზი რობერტ რედფორდმა წაართვა. ამერიკის კინოს ინსტიტუტმა ფილმი „ცოფიანი ხარი“ ამერიკული კინოს ისტორიაში საუკეთესო ფილმად დაასახელა.

„უოლ-სტრიტის მგელი“ (2013)

2013 წელს გადაღებული ეს ბიოგრაფიული ფილმი დაფუძნებულია ჯორდან ბელფორტის ამავე სახელწოდების მემუარებზე. თავად ბელფორტი სწორედ უოლ-სტრიტის მგლის სახელით იყო ცნობილი. ფილმი გვიყვება ნიუ-იორკელი ბროკერის გამდიდრების ისტორიას, რომლის როლსაც ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს. ფილმმა კინოგაქირავებაში 400 მილიონი შემოსავალი მოუტანა შემქმნელებს. კინოსურათი „ოსკარის“ 5 ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

„განდგომილები“ (2006)

მარტინ სკორსეზეს ეს კრიმინალური დრამა გადაღებულია 2002 წლის ფილმზე „ვერაგი ურთიერთობები“. სწორედ ამ ფილმმა მოუტანა სკორსეზეს დამსახურებული „ოსკარი”. სიუჟეტის მიხედვით, პოლიციის აკადემიის ორი აღსაზრდელი ბარიკადის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდება. სურათში მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო, მეთ დეიმონი, მარკ უოლბერგი და ჯეკ ნიკოლსონი ასრულებენ.

„ალისა აქ აღარ ცხოვრობს“ (1974)

მარტინ სკორსეზეს ეს ტრაგიკომედია ალისას ისტორიას გვიყვება, რომელიც მომღერლობაზე ოცნებობს. სამწუხაროდ ზოგჯერ ოცნება ოცნებად რჩება. 35 წლის ასაკში ის საყვარელ მეუღლეს დაკარგავს და 12 წლის შვილთან ერთად მონტერეიში ბავშვობის ოცნების ასასრულებლად მიემგზავრება. ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა ელენ ბერსტინმა ამ როლით თავისი ერთადერთი „ოსკარი” მიიღო.

„ფულის ფერი“ (1986)

„ფულის ფერი“ რობერტ როსენის ცნობილი ფილმის სიქუელია, რომელიც მარტინ სკორსეზემ გადაიღო. ესა არის ფილმი ადამიანურ ურთიერთობებზე, რომელიც საბოლოო ჯამში ყველაფერზე მაღლა დგას. სკორსეზემ ფილმში მთავარი როლები პოლ ნიუმანსა და ტრომ კრუზსს შესათავაზა. ნიუმანმა „ოსკარიც“ კი მიიღო მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ამ ფილმის შემდეგ ტომ კრუზის კარიერის აღმავლობაც დაიწყო.

„ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ (1988)

ამ ფილმის გადაღების იდეა რეჟისორს მაშ შემდეგ გაუჩნდა, რაც პირველად წაიკითხა სიუსაკუ ენდუს რომანი. ფილმში აღწერილია იესო ნაზარეველის უკანასკნელი დღეები. ფილმმა საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასება მიიღო, რადგან ის ბიბლიიის მიხედვით არ გადაღებულა. ფილმში მთავარ როლს უილიამ დეფო ასრულებს და ის „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ არაერთგზის ნომინანტია.

სამუშაოს შემდეგ (1986)

მარტინ სკორსეზეს ეს ფილმი შავი იუმორითაა გაჟღენთილი. 1986 წელს რეჟისორმა კანის კინოფესტივალზე წლის რეჟისორის ტიტულიც მიიღო. ამბობენ, რომ სკორსეზე დიდხანს ფიქრობდა ამ ფილმის ფინალზე და კონსულტაციები სტივენ სპილბერგთან და ბრაინ დე პალმასთანაც გაიარა.

ავიატორი (2004)

მარტინ სკორსეზეს ეს ბიოგრაფიული ფილმი „ოსკარის“ 11 ნომინაციაზე იყო წარდგენილი და 5-ში გაიმარჯვა.  ფილმი ამერიკელი მილიარდელის, ჰოვარდ ჰიუზის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც გასული საუკუნის ყველაზე საინტერესო ფიგურად ითვლება. მთავარ როლს ფილმში ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები