“როცა ადამიანი 10 წელი არაფერს ამბობს და 10 წლის შემდეგ ისეთ რაღაცას იტყვის, რასაც ვერ დაამტკიცებს, არ უშვებთ იმას, რომ ვიღაცას ეს რაღაცის ასაგორებლად შეიძლება სჭირდებოდეს?! ზოგადად, შეიძლება ასეთი რამ მოხდეს”- ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ბესო ზანგურის მიმართ გამოთქმულ ბრალდებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, ელისო ბოლქვაძე რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მხარდაჭერას უცხადებს.
“რობერტ სტურუა საქართველოს ძალიან დიდი სიამაყეა. ძალიან კარგად იცით, რომ ეს ადამიანი არის უდიდესი ხელოვანი. ეს არის მოცემულობა. მან შეიძლება მხარი დაუჭირა იმ ადამიანს, ვისაც ეუბნებიან, რომ ძალადობაში იყო ჩათრეული. ის ამბობს: – ჯერ გაარკვიეთ. როცა ამხელა აგრესია წამოვიდა, ამას კარგად გაანალიზება უნდა. მსოფლიოს ახსოვს მაგალითები, როცა 20-30 წლის შემდეგ ვიღაც აყვირდება, რომ რაღაც მოხდა. ამას გარკვევა სჭირდება. ყოფილა პოლანსკის მაგალითი… ის არ თვლის, რომ სავარაუდო მოძალადეა და ალბათ ამიტომ თავის მსახიობს უჭერს მხარს. არიან ადამიანები, ვისაც შეიძლება ამის არ სჯერა… ეს ისეთი თემაა, რაც არავინ არ იცის. არის ზეპირსიტყვიერება… როცა ადამიანი 10 წელი არაფერს ამბობს და 10 წლის შემდეგ ისეთ რაღაცას იტყვის, რასაც ვერ დაამტკიცებს, არ უშვებთ იმას, რომ ვიღაცას ეს რაღაცის ასაგორებლად შეიძლება სჭირდებოდეს?! ზოგადად, შეიძლება ასეთი რამ მოხდეს. ამის მაგალითები ბევრჯერ ყოფილა”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.