LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 000 მოსახლეზე კოვიდ-19-ით გარდაცვალების მაჩვენებლით საქართველო პირველ ადგილზეა: NYT

126
1

ბოლო 7 დღის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე კოვიდ-19-ით გარდაცვალების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

აღნიშნულ მონაცემებს New York Times ავრცელებს. 

მსოფლიო კოვიდრუკის მიხედვით, გასულ 7 დღეში სიკვდილიანობა საშუალოდ 74,7-ია, ეს კი 100 000 მოსახლეზე 2,01-ია.

ამავე მონაცემების მიხედვით, გარდაცვალების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ბულგარეთი, რომელსაც მოლდოვა და უკრაინა მოსდევს.

შეგახსენებთ დღის კოვიდსტატისტიკას: საქართველოში კორონავირუსის 1851 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5530 ადამიანი, გარდაიცვალა 55 პაციენტი

რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებლებს:

22 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 097 159

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 107 557 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 39.0 %-ია.

სრულად ვაქცინირებულია 980 213 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 34.3%-ია.

21 ნოემბერს 1 644 ადამიანი აიცრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g