LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100%-იანი გრანტი 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო – პროგრამები, რომლებიც პირველი არჩევანის მიხედვით ლიდერობს

169
გრანტი

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილი დღეს გახდა. სტუდენტი 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა. მათგან სრული დაფინანსება 1000-ზე მეტმა გამოსაცდელმა მიიღო. მონაცემებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

“2022 წელს სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ზე მეტს შეადგენს. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 550-მდე გამოსაცდელმა, რომელთაგან 100%-იანი გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, 70%-იანი – 1 500-მდე; 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა გამოსაცდელმა.

ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე ჩაირიცხა 1 390-მდე გამოსაცდელი; დაფინანსდა 200-ზე მეტი.

აბიტურიენტთა პირველი არჩევანის მიხედვით, გასული წლის მსგავსად, ლიდერობს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: სამართალი, ფსიქოლოგია, ჰუმანიტარული მიმართულებები, ბიზნესის ადმინისტრირება და ჯანდაცვის მიმართულება”, – ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილმა 22-მა საგამოცდო ცენტრმა 90 000-მდე აპლიკანტი მიიღო, მათ შორის 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი. ძირითადი სესიების პარალელურად მიმდინარეობდა დამატებითი სესიები იმ გამოსაცდელებისთვის, რომლებსაც კოვიდ-19 დაუდასტურდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g