LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 წლის დამსვენებელი სურამიდან იაშვილის კლინიკაში მოხვდა

5022
eebad5da4f4588d4bbc3c55e8920717e-thumb

სურამიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში, 12 წლის ბავშვი, ნაწლავური ინფექციის დიაგნოზით მოათავსეს.

როგორც ბავშვის ბებია მარინა დარბაიძე აცხადებს, მიზეზი საკანალიზაციო ქსელია, რომელიც დაზიანებულია და მის ეზოში ჩაედინება.

საკანალიზაციო ჭა, მარინა დარბაიძის ინფორმაციითб 2017 წლის სტიქიის დროს დაზიანდა და ამ დრომდე არ არის შეკეთებული. იმის მიუხედავად, რომ ხაშურის მერიას მან პრობლემის შესახებ რამდენჯერმე აცნობა, პასუხი ამ დრომდე ვერ მიიღო.

„ჩემს ეზოში ჩამოედინება მთიდან წამოსული წყალი, რუ. ამ რუზე მეზობლემა კანალიზაციები დაერთეს. 2017 წელს სტიქიის გამო საკანალიზაციო ჭა გაფუჭდა, რომელშიც ჩაედინებოდა წყალი და ფეკალიები, ახლა ჩემს ეზოში მოდის. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დილით, როდესაც ექვსი ოჯახი და მათი დამსვენებლები საპირფარეშოში შედიან. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ისეთი სუნი და ანტისანიტარიაა. ჩემი 12 წლის შვილიშვილს ამის გამო ნაწლავური ინფექცია დაემართა და იაშვილის კლინიკაში დავაწვინეთ. ეს ყველაფერი საკურორტო დაბაში, პუშკინის ქუჩაზე ხდება. ხაშურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე წერილი შევიტანე და პრობლემის მოგვარებას ვითხოვ. 60 წლის ქალი ვარ, დავიღალე მერიაში სიარულით უკვე, ყურადღებას არავინ მაქცევს. უკვე იმ ზომამდე ვარ, სასამართლოში ვაპირებ ვუჩივლო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას“ – უთხრა Qartli.ge-ს მარინა დარბაიძემ.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში პრობლემის და 12 წლის ბავშვის მდგომარეობის შესახებაც ცნობილია, თუმცა თანხები ჭის მოსაწესრიგებლად გამოყოფილი არ არის.

თანხები ხაშურის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურმა უნდა გამოყოს. სამსახურის ხელმძღვანელი ამ ეტაპზე “ფორტუნას” ზარებს არ პასუხობს.

პოპულალურები