“საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით, თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით”, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, უკვე აქვთ დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება განხორციელდება:
“ამ ეტაპისთვის ასტრაზენეკას ვაქცინა შემოვა და მოწოდებული იქნება დათქმული დოზა – 43 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად.” – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, შემდეგი არის “ფაიზერის” ვაქცინა, რომელთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ქვეყანაში დაჩქარებული წესით შემოვიდეს.