თამამად შეიძლება ითქვას, რომ დათუნა ზარდიაშვილი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულად ნიჭიერი მოზარდია. 14 წლის დათუნა განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით გამოირჩევა, რისი დასტურიც 150  საერთაშორისო თუ ადგილობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებაა. დათუნას სახლის კედლები მრავალი ჯილდოთი, სიგელითა თუ სერტიფიკატით არის დამშვენებული, ყველა გამარჯვება მისთვის მნიშვნელოვანია, ყველა გამარჯვება მას მისთვის საოცნებო მომავალთან აახლოებს.

დათუნა მარტოხელა დედასთან, მადლენა ზარდიაშვილთან ერთად თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ქალბატონი მადლენა დათუნას აღზრდითაა დაკავებული და უმუშევარია, ოჯახი მთლიანად სოციალური დახმარებითა და კეთილი ადამიანების შემწეობით ირჩენს თავს.

დათუნას ოცნება აქვს – და 14 წლის მოზარდის ეს ოცნებაც სწავლას უკავშირდება, მას პროგრამირების საფუძვლების დაუფლება სურს. დარწმუნებულია, რომ პროგრამირების შესწავლის შემდეგ, მომავალში ისეთ პროგრამას შექმნის, რომ მასზე მსოფლიო ალაპარაკდება.

სამწუხაროდ, დათუნას, ოჯახის ფინანსური მდგომარეობა, პროგრამირების შესწავლის საშუალებას არ აძლევს. 14 წლის ვუნდერკინდის ოცნების შესახებ „საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ მედიაჰოლდინგ „ფორტუნას“ საშუალებით შეიტყო.

კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდა, სოციალურად დაუცველი ნიჭიერი ახალგაზრდების დახმარება, რადგან მომავალი თაობის განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის წარმატების საწინდარია.

„საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ დათუნა ზარდიაშვილს „აიტი აკადემიაში“ სკოლის მოსწავლეებისთვის არსებული პროგრამირების ერთწლიანი კურსი დაუფინანსა, რომლის დასრულების შემდეგაც დათუნას პროგრამირების საფუძვლები სრულყოფილად ეცოდინება და თავისი დიდი გეგმების განხორციელებასაც დაიწყებს.

„საქართველოს ეროვნული ლატარია“ დათუნა ზარდიაშვილს წარმატებას უსურვებს!

 

მსგავსი თემები