LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 წლის პრინცესა ლეონორი, ესპანეთის სამეფო ოჯახის სახელით, დღეიდან ოფიციალურ ვიზიტებზე გამოჩნდება

1382
prncsleonor

2021 წელი განსაკუთრებულად დატვირთული აღმოჩნდა ესპანეთის სამეფო ოჯახისთვის. სამეფო ოჯახმა უკვე გამოაცხადა, რომ 15 წლის ლეონორი სამეფო ტახტზე ასასვლელად ოფიციალურ მზადებას იწყებს და ის უკვე მთელ რიგ ვალდებულებებს გადაიბარებს. ამ ეტაპზე 15 წლის პრინცესა უელსის პრესტიჟულ კოლეჯში სწავლას აგრძელებს. გუშინ ის კიდევ ერთხელ გამოჩნდა მედიის წინაშე, ამჯერად ოჯახის წევრების თანხლებით.

15 წლის პრინცესა ლეონორის პირველი ოფიციალური ვიზიტი – მედიას ახალი ფავორიტი ჰყავს

15 წლის ლოენორმა „კონფირმაციის“ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ესაა სამეფო ოჯახის ტრადიცია და ერთ-ერთი პირველი ეტაპია გვირგვინის დადგმამდე. ის უკვე ოჯახის იმ წევრთა სიაშია, ვისაც სოლო ვიზიტების განხორციელების უფლება აქვს. ამ მნიშვნელოვან დღეს ლეონს ახლდა მამა, მეფე ფილიპე, დედოფალი ლეტიცია და უმცროსი და სოფია.

15 წლის პრინცესა ბრწყინავდა ცისფერ კაბასა და დაბალქუსლიან ფეხსაცმელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g