LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 წლის მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება – თვითმკვლელობის ორი მცდელობა გორში

570
Police-line-don-t-cross-678x381

გორში ორმა არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა 18 თებერვალს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის გოგომ თავის ჩამოხრჩობა სახლში სცადა, ბიჭმა კი, საავადმყოფოსთან ვენები მას შემდეგ გადაიჭრა, რაც გაიგო, რომ შეყვარებული მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

რამდენიმე მედიასაშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოზარდები შეყვარებულები იყვნენ.

16 წლის გოგო ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს. როგორც გორის ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, გოგოს სუიციდის მცდელობა ჰქონდა, თუმცა, რა მიზეზით, მისთვის უცნობია.

„იყო გულის გაჩერება, შემდეგ ჩაუტარდა შესაბამისი მანიპულაციები ჩვენი სპეციალისტების მიერ, ამჟამად ურთულეს მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე მკურნალობს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმედ ფასდება.
რამდენიმე საათის შემდეგ, მოზარდი ბიჭიც იქნა ჰოსპიტალში შემოყვანილი, მას ჰქონდა წინა მხრის დაზიანება, ზედაპირული ნაკვეთი ჭრილობები, რომლის დამუშავებაც მოხდა და ღამის პირველი, ორი საათისთვის კლინიკიდან გაეწერა. რამდენად უკავშირდება ეს ორი ფაქტი ერთმანეთს, მე ვერ გეტყვით,“ – აცხადებს გორის ჰოსპიტლის წარმომადგენელი.

გოგონას მიერ, თვითმკვლელობის მცდელობის სავარაუდო მიზეზად, ოჯახში არსებული უთანხმოება სახელდება. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მას შეყვარებულთან ურთიერთობას ოჯახის წევრები უშლიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითმკვლელობის მცდელობის ორივე ფაქტს “ფორტუნასთან” ადასტურებს და განმარტავს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები