LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 დეკემბრიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს

125
weather

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 17 დეკემბრიდან საქართველოში  ტემპერატურა მოიმატებს და შედარებით დათბება. კვირის ბოლომდე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება.  

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დღევანდელ ამინდს, დღეს, 16 დეკემბერს ქვეყნის მასშტაბით დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსი იქნება. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. დღეს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები