LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით „უღრან ტყეში“ ცოცხალი მუსიკის საღამოები გაიმართება

2251
107720228-1376316615899533-5643805364149022468-n

17 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, წყნეთში მდებარე ღია საკონცერტო სივრცე „უღრან ტყეში“ ცოცხალი მუსიკის მოყვარულებს გიწვევთ საინტერესო საღამოებზე, რომლებსაც პატრონაჟს თბილისის მერია გაუწევს. ღონისძიებების სერიას კი წარმოგიდგენთ „კონცეპტArt“.

„ისუნთქეთ უღრან ტყეში“ – ეს პროექტის სახელწოდებაა, რომელმაც უამრავი ხელოვანი გააერთიანა, მათ შორის ზვიად ბოლქვაძე, ნიკოლოზ რაჭველი, პაპუნა შარიქაძე, გიორგი გიგაშვილი, გიორგი ცაგარელი, ვალერიან შიუკაშვილი, ლიზი რამიშვილი, სანდრო ნებიერიძე, სანდრო გეგეჭკორი, ლიზა ბაგრატიონი, ერეკლე დეისაძე, ოთარ ჯორჯიკია, ნატო მეტონიძე და სხვანი.

ჯაზი, ოპერა, კლასიკური მუსიკა, საავტორო ნაწარმოებების პრემიერები, ახალი თაობის მუსიკოსების სამდღიანი ფესტივალი და 10 აგვისტოს გია ყანჩელის 85 იუბილესადმი მიძღვინილი საღამო… ეს არის დაგეგმილი პროგრამის არასრული აღწერა, რომელსაც „კონცეპტArt“-ის ხელმძღვანელი, თეონა ჯორბენაძე აქვეყნებს.

პროგრამა, დაზუსტებული კალენდარი და ბილეთების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება 7 ივლისიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები