17 თებერვალს რუსმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 60-ჯერ დაარღვიეს, რის შედეგად ორი უკრაინელი ჯარისკაცი და ხუთი სამოქალაქო პირი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული სააგენტო „Unian“ ავრცელებს.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, სეპარატისტების მიერ არტილერიით და ნაღმსატყორცნებით განხორციელებულმა დაბომბვამ, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი დააზიანა, ორი კერძო სახლი კი დაანგრია.
უკრაინელი სამხედრო ექსპერტი: დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვა რუსეთმა შესაძლოა, ომის წინაპირობად გამოიყენოს, როგორც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში გააკეთა
კიევის „რაზუმკოვის ცენტრის“ ექსპერტის თქმით, მოსკოვმა რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს რუსული პასპორტები დაურიგა.
უკრაინის ხელისუფლების მტკიცებით, სეპარატისტებმა 43 შემთხვევაში მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღი გამოიყენეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 18 თებერვლის დილას სეპარტისტებმა ექვსჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მათ შორის ოთხჯერ მინსკის შეთანხმებით აკრძალული შეიარაღებით.
ამავე თემაზე:
ვიდეო: დონბასში ბოევიკებმა ცეცხლი კვლავ გახსნეს, ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა – უკრაინული მედია
ევროკავშირი მკაცრად გმობს სტანიცა ლუგანსკაში საბავშვო ბაღის დაბომბვას: ჯოზეფ ბორელი
ნატოსკენ მიმავალ გზაზე უკრაინამ უნდა მიიღოს გარანტიების სისტემა: ვოლოდიმირ ზელენსკი
აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო