უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „ნატოსკენ მიმავალ გზაზე უკრაინამ უნდა მიიღოს გარანტიების სისტემა“. როგორც „RBC-უკრაინისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, აღნიშნული თეორიულად მაინც არ უნდა ჩამოუვარდეს სისტემას, რასაც ნატოს წევრ ქვეყნებს სთავაზობენ.
„ნატო უსაფრთხოების დღეს არსებული კავშირებიდან ერთადერთია, რომელში შესვლაც უკრაინას შეუძლია. იქ ჩვენთვის არის ღია კარის პოზიცია. თუმცა, ამ გზაზე დიდი მანძილია – წლები და თვეები, განსაკუთრებით, თუ იქნება ესკალაცია. ამ გზის გავლისას, ჩვენ გარანტიების სისტემა უნდა მივიღოთ. თუნდაც თეორიულად, ის არ უნდა ჩამოუვარდებოდეს იმ სისტემას, რომელსაც ნატო-ს წევრებს სთავაზობენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.