რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“ კალათბურთელი, ნიკა ცქიტიშვილი სტუმრობდა, მან კარიერის საწყისი პერიოდი გაიხსენა და მეუღლესა და შვილებზეც ისაუბრა.

ნიკას სამი შვილი ჰყავს, 10 წლის ლიზი, 8 წლის ელენე და 3 წლის მიშო. სპორტსმენის განცხადებით, მისი მეუღლე, სოფო გოგებაშვილი მას ცხოვრების ყველა ეტაპზე მხარში ედგა.

„17 წლის იყო, როცა ცოლად მოვიყვანე და არაჩვეულებრივად შეძლო ყველაფერი. ჩვენ იდეალურად გვესმის ერთმანეთის, ერთად გავიზარდეთ. სოფომ ბევრი რამ გადამალახინა. ქალიშვილის ყოლა საოცარი შეგრძნებაა, ვარჯიშიდან რომ მოვდივარ ხოლმე, თავს მევლებიან, აბა მამიკო მასაჟი ხომ არ გინდაო. მიშო კი ვფიქრობ, კალათბურთელი იქნება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბავშვია“, – აცხადებს ნიკა.

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები