LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“1995 წელს ამირანს ავარიაში დაეღუპა 20 წლის შვილი” – ცნობები ამირან გამყრელიძის ბიოგრაფიიდან

69308
20200111230016855503316

სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძის ბიოგრაფიის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. ზუსტ ცნობებს დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის შესახებ თინი დოლიძე ავრცელებს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“დიდხანს ვითმინე, დიდხანს ვიკავე თავი. ათასი ტყუილ-მართალი წავიკითხე ფბ-ზე გამყრელიძეების ოჯახზე და იმის გამო, რომ ზედმეტად არ დამეძაბა სიტუაცია იმის გათვალისწინებით, რომ კორონა ვირუსის გამო ხალხი ისედაც დაზაფრულია, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის სპეკულაციებსა და ჭორებს, გადავწყვიტე საჯაროდ გითხრათ (ჯერ ზუსტი ცნობები ა. გამყრელიძის ბიოგრაფიული ლექსიკონიდან. მეშინოდა, რამე არ გამომრჩენოდა):
1. ამირანმა დაამთავრა თბილისის სახემწიფო სამედიცინო სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 1974-1991წწ. იყო თბილისის სახემწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი. 1991-1996წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კვლევითი და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ალერგიულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიისა და კვლევითი იმუნოგენეტიკის განყოფილების გამგე; 1994-1997წწ. ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის დირექტორი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრი (1995-2004). გამოქვეყნებული აქვს შრომები ჯანდაცვის ორგანიზაციის, სამედიცინო განათლებისა და მეცნიერებათა აქტუალურ საკითხებსა და საქართველოს ჯანდაცვის განვითარების შესახებ. არის ევროპის ალერგიისა და კვლევითი იმუნოლოგიის აკადემიის, გერმანიის ალერგიისა და იმუნოლოგიის საზოგადოების, UCB ალერგიის ინსტიტუტის (ბელგია) წევრი; საქართველოს ალერგიისა და იმუნოლოგიის ასოციაციის ვიცე-თავჯდომარე, პროფესორი (1991); ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი; მისი ბიოგრაფია შესულია მსოფლიოს ალერგოლოგიისა და კვლევითი იმუნოლოგიის ასოციაციის ცნობარში (1990) და ცნობარში “ვინ ვინაა ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში” (2000).
2. ახლა შემდეგი: 1995 წელს ამირანს ავარიაში დაეღუპა 20 წლის არაჩვეულებრივი შვილი – გიგი გამყრელიძე, რ-ც ჩვენს ოჯახში იზრდებოდა ექვს წლამდე და პირადად მე მაქვს მასზე გაწეული ამაგი. ეს ტრაგედია დღემდე მოუშუშებელი ტკივილია ყოველი ჩვენთაგანისთვის. დღეს, გიგის ძმა, ნიკა (ნიკუშა, როგორც ჩვენ ვეძახით), კოლეგის დაუდევრობისა და უპასუხისმგებლობის გამო ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. მაღალი თვითშეგნებისა და პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდამ თავად, თვითდინებით მიაშურა სტაციონარს და იქ გადის მკურნალობას. კიდევ ერთი: ამირანის მეუღლეა მარინა კვეზერელი-კოპაძე (ჩემი დეიდაშვილი, ისიც ექიმი), რომლის მამა ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე გახლდათ ცნობილი პედიატრი. მის ხელში მილიონამდე (სტატისტიკურად, პირდაპირი მნიშვნელობით) ბავშვმა გაიარა და მრავალი მათგანის სიცოცხლე იხსნა. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ (და არცერთი წუთით ეჭვიც არ მეპარება ჩემი ფბ მეგობრების ადამიანურობაში), ყველანაირი ღლიცინის, ცილისწამების, ჭორ-მართალის, ღვარძლისა და ბოღმის გარეშე ვუსურვოთ ნიკუშას გამოჯანმრთელება. 
გმადლობთ 

https://www.facebook.com/tini.dolidze/posts/139966884179994

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები