LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 000 გარდაცვლილს ჩვენ არ მივიღებთ, გამოცხადდება თუ არა ”ლოკდაუნი” – ტიკარაძე კულუმბეგოვს პასუხობს

903
BeFunky-collage

“20 000-ს გარდაცვლილს ჩვენ არ მივიღებთ” ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

”არცერთ დათვლაში ეს არ მიგვიღია. ჩანიშნულია დამატებითი შეხვედრები ექსპერტებთან ერთად და შემდეგ გადავწყვეტთ გამოცხადდება თუ არა ქვეყანაში ლოკდაუნი ან რა ცვლილებები იქნება”- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

იმდენი ვიძახეთ ჩვენ ვმართავთ კოვიდს ყველაზე საუკეთესოდო…შედეგად 15 დან 20 ათასამდე გარდაცვლილ ჩვენს თანამოქალაქეს მივიღებთ: ბიძინა კულუმბეგოვი

მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში სასუნთქ აპარატზე დამოკიდებულია დაახლოებით 257 პაციენტი. 137 პაციენს ესაჭიროება ჟანგბადის აპარატი. დანარჩენის მდგომარეობა მსუბუქია.

დღეის მდგომარეობით მობილიზებულია 1040 სასუნთქი აპარატი. 3400- მდე კი ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლი. დამატებითი შესყიდვები პროცესშია. ქვეყანა მოლოდინის რეჟიმშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g