LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“20%-ით მეტია ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა” – როგორ მიმდინარეობს კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ბავშვებში

158
BeFunky-collage (5)

ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ვარიანტის, “ომიკრონის” შტამის დადასტურებამ, შესაძლოა მეექვსე ტალღის დაწყება დააჩქაროს. ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.

„მე-6 ტალღის საშიშროება დგას აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, სადაც „ომიკრონი“ შევა” – ივანე ჩხაიძე განმარტავს, როდის ჩაანაცვლებს საქართველოში “ომიკრონი” “დელტა” შტამს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ბავშვებში არსებულ კლინიკურ მიმდინარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ომიკრონის მიმდინარეობა ბავშვებში ზოგადად, მსუბუქია.

“72 000 ადამიანის შესწავლის შედეგად, გვაქვს ინფორმაცია, რომ ბავშვებში 20%-ით მეტია „დელტასთან“ შედარებით ჰოსპიტალიცაზიის აუცილებლობა.

ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და ძალიან სახიფათო, მაგრამ ზოგადი შეფასება ომიკრონის მიმდინარეობის ბავშვებში მიუთითებს მის მსუბუქ ხასიათზე.

მიმდინარეობს როგორც გაციება, ყელის ტკივილი, ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან გამონადენი, შესაძლებელია იყოს ხველა, მსუბუქი თავის ტკივილი. არანაირად არ ჰგავს „დელტასათვის“ დამახასიათებელ გრიპის სიმპტომატიკას, უფრო მეტად წააგავს გაციების სიმპტომატიკას. მსუბუქია, გრძელდება 3 დღის განმავლობაში. ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ სამხრეთ აფრიკელი კოლეგებისგან ვიგებთ.

აქვე მინდა დავამატო სხვა ქვეყნის მონაცემები, ეს არის დიდი ბრიტანეთი და აშშ, ისინი ასევე მიუთითებენ მსუბუქ მიმდინარეობაზე.

მაგრამ, ჯერჯერობით ეს არის ნაკლები კვლევის შედეგი, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მონაცემი არა სამხრეთ აფრიკიდან, არამედ ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდანაც.

„ომიკრონის“ დაფიქსირების გამო, ეპიდსიტუაციის მძაფრ გაუარესებას არ ველოდები: ამირან გამყრელიძე
სავარაუდოდ, ალბათ დეკემბრის ბოლოს უკვე იმდენი მონაცემი იქნება დაგროვებული, რომ შეგვეძლება უფრო მარტივად ვთქვათ, პირველ რიგში, არის თუ არა უფრო მძიმე მიმდინარეობის და რაიმე განსხვავებული ხომ არ არის როცა ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის მოსახლეობაზე, ვინაიდან სამხრეთ აფრიკა ახალგაზრდა მოსახლეობაა, იქ ინფიცირებულთა უდიდესი პროცენტი 30-დან 39-წლამდე ასაკის იყო.

ამიტომ ძნელი სათქმელია როგორ მოიქცევა „ომიკრონი“ უფრო ხანშიშესულ მოსახლეობაში, ეს ჯგუფები ჯერჯერობით შესწავლილი არ არის.

ეს რისკი რეალურად განიხილება, რომ მიუხედავად მიმდინარეობის სიმარტივისა და სიიოლისა, 65 წელს გადაცილებულებში, მოსახლეობაში ისედაც ქრონიკული დაავადებების ალბათობა ძალიან მაღალია, გაციების სახით მიმდინარე დაავადებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ის მდგომარეობა, რაც საავადმყოფოში მოთავსების წინაპირობა შეიძლება გახდეს”, – განაცხადა “ფორტუნას” ეთერში ივანე ჩხაიძემ.

„ომიკრონი“ არც პირველი გამოწვევაა და შესაძლოა, არც უკანასკნელი – მოვუწოდებ, ვისაც ორი დოზა აქვს გაკეთებული, გაიკეთოს მესამე, ვისაც არ აქვს, დაუყოვნებლივ მიმართოს ვაქცინაციას: თენგიზ ცერცვაძე

“ომიკრონის” შესაჩერებლად ორი მიმართულებით არის სამუშაო” – რა გეგმაზე საუბრობს კალოიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g