LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომიკრონი“ არც პირველი გამოწვევაა და შესაძლოა, არც უკანასკნელი – მოვუწოდებ, ვისაც ორი დოზა აქვს გაკეთებული, გაიკეთოს მესამე, ვისაც არ აქვს, დაუყოვნებლივ მიმართოს ვაქცინაციას: თენგიზ ცერცვაძე

125
თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში მოსალოდნელია „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელება, უფრო სწრაფი, ვიდრე „დელტა“ შტამი ვრცელდებოდა. მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ კლინიკურ სექტორზე დატვირთვა გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და თქვა, რომ საქართველოში ჯანდაცვის სექტორი მზად არის დატვირთვას გაუძლოს.

„სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ „ომიკრონი“ საქართველოშიც გავრცელდება. მსოფლიოს 65 ქვეყანაშია გავრცელებული და ბუნებრივია, რომ აქაც გავრცელდება. საქართველოს სერიოზული მიმოსვლა აქვს უცხოეთის ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, ეს დამატებითი გამოწვევაა, თან ბოლომდე არ ვიცით, როგორი გამოწვევაა. ჯერ კიდევ არ დადებულა საბოლოო დასკვნები შტამის ყველა თავისებურების შესახებ.

ტაბიძე: “ომიკრონი” საქართველოში მასობრივად შემოვა და ძალიან ბევრ ადამიანს დაასნებოვნებს

ერთი რამ მინდა, რომ მკაფიოდ განვაცხადო, ეს არც პირველი გამოწვევაა და შესაძლოა არც უკანასკნელი. მას უნდა შევხვდეთ მომზადებული, როგორც ერთ-ერთ რიგით გამოწვევას, ყოველგვარი პანიკის გარეშე. მოსალოდნელია სწრაფი გავრცელება, უფრო სწრაფი, ვიდრე „დელტა“ შტამი ვრცელდებოდა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ დატვირთვა კლინიკურ სექტორზე გაიზრდება.

თუ აქამდე, პიკის პერიოდში 5-6 ათასი ფიქსირდებოდა, ამ ბოლო დროს დაიკლო და 3 ათასის ფარგლებშია, შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს და შესაბამისად, გაიზარდოს დაწოლა კლინიკურ სექტორზე. ჯერჯერობით არსებული ინფორმაციებით, ეს შტამი არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და უფრო მეტ სიკვდილობას. შესაბამისად, პანიკის საფუძველი ამ მიმართულებით ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა, თუ შემთხვევების რაოდენობა ძალიან ბევრი იქნება, ის რომც არ იწვევდეს სიკვდილობის გაზრდას, მაინც ბევრი ავადმყოფის ყოლის გამო, კლინიკურ სექტორს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრება, რომ სიკვდილობა დაბალ მაჩვენებელზე შეინარჩუნოს. ამისთვის ჩვენ მზად ვართ“, – აღნიშნა მან.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მოსახლეობას აცრისა და პირბადის ტარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ომიკრონის“ დაფიქსირების გამო, ეპიდსიტუაციის მძაფრ გაუარესებას არ ველოდები: ამირან გამყრელიძე

„პრობლემა, იცავს თუ არა ვაქცინები „ომიკრონისგან“ – ვარაუდობენ, რომ ნაწილობრივ იცავს და განსაკუთრებით, იცავს თუ გაკეთებული გაქვს მესამე, „ბუსტერ“ დოზა. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, ვისაც ორი დოზა გაკეთებული აქვს, გაიკეთოს მესამე. ვისაც არ აქვს, დაუყოვნებლივ, უმოკლეს დროში მიმართონ ვაქცინაციას, რადგან ეს მაინც იცავს, შესაძლოა ნაწილობრივ, მაგრამ მაინც იცავს. პირბადეების ხმარება უნდა გაიზრდოს მკვეთრად. 28-30% ძალიან ცოტაა. პირბადე უნივერსალურია, ის ნამდვილად იცავს „ომიკრონისგანაც“. ახლა სანამ ჩვენ მივაღწევთ ვაქცინაციით საყოველთაო მოცვას, რასაც  2-3 თვე დასჭირდება, მანამდე პირბადეები ჩვენი გადარჩენის მთავარი საშუალებაა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მიხივე თქმით, მკურნალობის პროტოკოლში ჯერჯერობით ცვლილებები არ იგეგმება.

“ომიკრონი” სწრაფად გადამდებია და ინფიცირებულების რაოდენობა უფრო მეტი იქნება: მარინა ენდელაძე

„რაც შეეხება მკურნალობას, აქ უფრო კარგი ინფორმაცია გვაქვს, დღეს არსებული მედიკამენტები, პრაქტიკულად, ყველა მოქმედებს „ომიკრონის“ შტამზეც. ჩვენ ძალიან კარგად მომზადებულები შევხვდით ამ ყველაზე მძიმე ტალღას საქართველოში და ასევე მომზადებული ვხვდებით „ომიკრონს“, – შემოტანილი გვაქვს 5 ახალი მედიკამენტი, ყველა ეფექტიანია ამ შტამის წინააღმდეგაც. მკურნალობის პროტოკოლში არავითარი ცვლილება არ იქნება, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოში“ომიკრონით” ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა

“ომიკრონის” შესაჩერებლად ორი მიმართულებით არის სამუშაო” – რა გეგმაზე საუბრობს კალოიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g