საქართველოში “ომიკრონის” შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ონლაინბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ორივე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა და მათ აშშ-სა და დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვთ:
“ორივე შემთხვევა უკავშირდება საქართველოს მოქალაქეს, რომელთაც აქვთ მოგზაურობის ისტორია აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში, დუბაიში. ორივე იზოლირებულია, მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა. ერთ შემთხვევაში გვაქვს 10 კონტაქტი, მეორე შემთხვევაში – 16. აქედან 11 გახლავთ უცხოელი, დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები.
მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ორივე ინფიცირებული იმყოფება თავიანთ ბინაში, იზოლაციაში და მიმდინარეობა არის მსუბუქი.” – განაცხადა გამყრელიძემ.