კორონავირუსის “ომიკრონ” ვარიანტი დადასტურებულია. ქვეყანაში გვხვდება ორი შემთხვევა და მიმდინარეობს მათთან კავშირში მყოფი 26 კონტაქტის კვლევა.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, “ომიკრონ” ვარიანტი სწრაფი გავრცელებით ხასიათდება.
სპეციალისტები ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვაზე საუბრობნე და მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ.
“არის მაღალ კონტაგიოზური, ძალიან სწრაფად ვრცელდება. ამდენად, რა თქმა უნდა, უფრო მეტი იქნება ინფიცირებულების რაოდენობა. კარგია, რომ მონაცემებით ჯერჯერობით არის უფრო მსუბუქად მიმდინარე დაავადება, თუ ეს მართლაც ნამდვილად ასეა. მაგრამ რამდენად მსუბუქადაც მიმდინარე დაავადება არ უნდა იყოს, ხანში შესულებსა და ზოგიერთ ადამიანში შეიძლება წავიდეს მძიმედ, რა თქმა უნდა როდესაც ბევრი იქნება და მძიმე, ჰოსპიტალური სექტორი ისევ გადაიტვირთება,”- განაცხადა მარინა ენდელაძემ.