LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ლოკაცია, სადაც საახალწლოდ გარევაჭრობა ნებადართული იქნება

229342941

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, საახალწლო დღეებში დაახლოებით 20-მდე ადგილზე გარევაჭრობა ნებადართული იქნება. გარევაჭრობისთვის ადგილები  თბილისის ათივე რაიონში გამოიყოფა.

გარევაჭრობა დაშვებული იქნება შემდეგ ლოკაციებზე: გლდანში – მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; მარატ ნოზაძის ქუჩაზე; მუხიანში, ნოდარ დუმბაძის გამზირზე, II მ/რ-ში; ნაძალადევში – მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე; მეტროსადგურ „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; დიდუბეში – დინამოს ბაზის მიმდებარედ, პაიჭაძისა და მიქელაძის ქუჩების კვეთაზე; მეტროსადგურ „დიდუბეს“ მიმდებარედ, ტრანსპორტის ქუჩაზე; ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ, წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩებზე; ვაკეში – მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე; მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზე; საბურთალოზე – ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ, შარტავას ქუჩაზე; სპორტის სასახლის მიმდებარედ; ისანში – ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ, მეველეს ქუჩაზე; ვაზისუბანში, I მიკრორაიონის 12-ე კორპუსის მიმდებარედ; ვარკეთილში – ვიქტორ კუპრაძის ქუჩაზე N10ში; მეტრო „ვარკეთილის მიმდებარედ“, ჯავახეთის ქუჩაზე.

ამასთან, 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი განთავსდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები