LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2019 წლის ყველაზე გამორჩეული და საინტერესო 10 ფილმი

3088
best-movies-2019

2019 წელი დასასრულს უახლოვდება და შეგვიძლია კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იმ გამორჩეული ფილმების სიას, რომლებიც მაყურებელმა პირველად სწორედ წელს იხილა. წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი გამორჩეული და საინტერესო ფილმის პრემიერა შედგა და ბუნებრივია, კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიხსენოთ ისინი.

1. ,,ჯოკერი” Joker

IMDB რეიტინგი: 8.6
რეჟისორი: ტოდ ფილიპსი
როლებში: ხოაკინ ფენიქსი, რობერტ დე ნირო, ზეზი ბიტზი

DC-ის ყველაზე პოპულარული და საინტერესო ვილენი ტოდ ფილიპსმა და ხოაკინ ფენიქსმა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს და რაც მთავარია, სრულიად სხვა კუთხით დაანახეს მაყურებელს. ხოაკინ ფენიქსს ამ პერფორმანსისათვის ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობა ოსკარს უწინასწარმეტყველებს. აღსანიშნავია, რომ ტოდ ფილიპსის „ჯოკერი“ ვენეციის კინოფესტივალზე „ოქროს ლომის“ მფლობელი გახდა. „ჯოკერი“ „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო დრამის ნომინაციაშია წარდგენილი და ივარაუდება, რომ ფილმი ანალოგიურ წარმატებას მიაღწევს „ოსკარზეც“.

2. 1917

IMDB რეიტინგი: 8.6
რეჟისორი: სემ მენდესი
როლებში: ენდრიუ სკოტი, ბენედიქტ კამბერბეჩი, კოლინ ფირტი

სემ მენდესის საომარი დრამა ორი რიგითი ჯარისკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც პირველი მსოფლიო ომის დროს შეუსრულებელი მისია დაეკისრათ. მათ მტრის ტერიტორიის შუაგულამდე უნდა მიაღწიონ და გადასცენ შეტყობინება, რომელსაც 1600 ადამიანის და მათ შორის, ერთ-ერთი მათგანის ძმის გადარჩენა შეუძლია სასიკვდილო მახისგან.

3. „პარაზიტი“ Parasite

IMDB რეიტინგი: 8.5
რეჟისორი: ბონგ ჯუნ ჰუ
როლებში: კან ჰო სონგი

ბონგ ჯუნ ჰუს შავი კომედია ოპორტუნისტების ოჯახის შესახებ წლის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული კინოსურათია. კანის 2019 წლის კინოფესტივალზე ფილმმა „ოქროს პალმის რტო“ მოიგო. „პარაზიტი“ წარდგენილია „ოქროს გლობუსზე“, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში და ამავე ნომინაციის ნახევარფინალისტებს შორისაა „ოსკარზე“.

4. „შურისმაძიებლები: თამაშის დასასრული“ Avengers: Endgame

IMDB რეიტინგი: 8.4
რეჟისორები: ენტონი და ჯო რუსოები
როლებში: რობერტ დაუნი უმცროსი, კრის ევანსი, ბრი ლარსონი, სკარლეტ იოჰანსონი, კრის ჰემსვორთი,ჯოშ ბროლინი

„მარველის“ კინოსამყაროს ათწლიანი ისტორიის კულმინაცია „შურისმაძიებლები : თამაშის დასასრული“ შურისმაძიებელთა შესახებ გადაღებული მეოთხე ფილმია. მიუხედავად იმისა, რომ კომიქსებზე დაფუძნებულ ფილმებს კრიტიკოსები იშვიათად აღიქვამენ სერიოზულად, ძმები რუსოების მორიგმა ნამუშევარმა მაინც დადებითი შეფასებები დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ფილმმა კინოგაქირავებიდან 2.7 მილიარდი დოლარი მიიღო და გადაასწრო რა ამ მაჩვენებლით ჯეიმს კემერონის „ავატარს“, მსოფლიო კინოს ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა.
„შურისმაძიებლები: თამაშის დასასრული“ დედამიწის უძლეველი გმირების და შეშლილი ტიტანის, თანოსის კიდევ ერთი ბრძოლის ამბავს მოგვითხრობს.

5. ,,ფორდი ფერარის წინააღმდეგ” Ford v. Ferrari

IMDB რეიტინგი: 8.2
რეჟისორი: ჯეიმს მანგოლდი
როლებში: კრისტიან ბეილი, მეთ დეიმონი, ტრეისი ლეტსი

რეალურ ამბავზე დაფუძნებული ფილმი მოგვითხრობს ფორდისა და ფერარის ბრძოლაზე 1966 წლის „ლე მანსის“ მოსაგებად. ქეროლ შელბი (მეთ დეიმონი) ამერიკელი ავტოდიზაინერია განსაკუთრებული ხედვით. იგი უშიშარ ბრიტანელ ავტომრბოლელთან,კენ მაილსთან (კრისტიან ბეილი) ათანამშრომლობს. მათი მიზანია შექმნან რევოლუციური სარბოლო მანქანა კომპანია ფორდისთვის, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება 1966 წლის ლე მანის 24 საათიანი ავტორბოლაში ენცო ფერარის დამარცხება.

6. ,,ქორწინების ისტორია” Marriage Story

IMDB რეიტინგი: 8.1
რეჟისორი: ნოა ბაუმბახი
როლებში: სკარლეტ იოჰანსონი, ადამ დრაივერი

ნოა ბაუმბახის დრამედია (დრამა-კომედია) ”ქორწინების ისტორია“ ნიკოლ (სკარლეტ იოჰანსონი) და ჩარლი ბარბერების ( ადამ დრაივერი) ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც განქორწინების პროცესს გადიან. მათი ადვოკატების როლებს ფილმში ლაურა დერნი და ალან ალდა ასრულებენ. ფილმმა როგორც კრიტიკოსების, ასევე მაყურებლების მოწონება დაიმსახურა. „ქორწიენბის ისტორია“ წარდგენილია „ოქროს გლობუსზე“, საუკეთესო დრამის ნომინაციაში.

7. ,,ირლანდიელი” The Irishman

IMDB რეიტინგი: 8.1
რეჟისორი: მარტინ სკორსეზე
როლებში: რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო, ჯო პეში

შეუძლებელია, რომ მათი თანამშრომლობის შედეგად მიღებული პროდუქტი გამორჩეული და ხარისხიანი არ იყოს. „ირლანდიელს“ მაყურებელთა და კრიტიკოსთა მხრიდან მართლაც დადებითი შეფასებები მოჰყვა. ფილმი „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო დრამის ნომინაციაშია წარდგენილი და მას წარმატებას „ოსკარზეც“ უწინასწარმეტყველებენ. „ირლანდიელი“ ეპიკური კრიმინალური დრამაა, რომელიც 2004 წელს გამოცემულ წიგნს, სახელად „ I Heard You Paint Houses”-ს ეფუძნება. ფილმის მთავარი გმირი დაქირავებული მკვლელი და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ფრენკ შირანი, მეტსახელად „ირლანდიელია“(რობერტ დე ნირო) , რომელიც მაფიის ბოსის, რასელ ბუფალინოს (ჯო პეში) დავალებებს ასრულებს. ალ პაჩინო ფილმში ამერიკის პროფკავშირების პრეზიდენტის, ჯიმი ჰოფას როლში გვევლინება, რომელიც 1975 წელს უკვალოდ გაქრა .

8. ,,ერთხელ ჰოლივუდში” Once Upon a Time in Hollywood

IMDB რეიტინგი: 7.8
რეჟისორი: კვენტინ ტარანტინო
როლებში: ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი, მარგო რობი

კვენტინ ტარანტინოს ჰოლუვუდური ფილმი ჰოლივუდის შესახებ, რომლის გადაღებაზეც რეჟისორი ბავშვობიდან ოცნებობდა. ფილმის მოქმედება 1969 წელს ვითარდება. ვესტერნების მსახიობ რიკ დალტონს (ლეონარდო დი კაპრიო) კინოინდუსტრიის ახალ მოთხოვნებზე მორგება უჭირს.ქლიფ ბუტი (ბრედ პიტი) მისი კასკადიორის და ახლო მეგობრის, ჰელ ნიდემის პროტოტიპია. დალტონის მეზობლად რომან პოლანსკი და მისი ცოლი, შერონ ტეიტი (მარგო რობი) ცხოვრობენ.
ფილმი ნომინირებულია „ოქროს გლობუსზე”, წლის საუკეთესო კომედიის/მიუზიკლის ნომინაციაში.

9. „დამშვიდობება” The Farewell

IMDB რეიტინგი: 7.8
რეჟისორი: ლულუ ვონგი
როლებში: ჩუჟენ ჩჟაო, ავკვაფინა

ლულუ ვონგის საოჯახო დრამა მოგვითხრობს ამერიკაში გაზრდილი ჩინელი ქალის ისტორიას, რომელიც ბეიჯინგში ოჯახთან ერთად, უკურნებელი სენით შეპყრობილ ბებიასთან გამოსამშვიდობებლად ბრუნდება. ფილმი „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაშია წარდგენილი.

10. „ორი პაპი“ The Two Popes

IMDB რეიტინგი: 7.7
რეჟისორი: ფერნანდო მეირელესი
როლებში: ენტონი ჰოპკინსი, ჯონათან პრაისი

ოსკარის ნომინანტმა სცენარისტმა ენტონი მაკკარტენმა („ყველაფრის თეორია“) სცენარი ფილმისთვის „ორი პაპი“ საკუთარ პიესაზე, „პაპზე“ დაყრდნობით დაწერა. ბიოგრაფიული დრამედია რომის ორი პაპის, ბენედიქტ XVI-ის (ენტონი ჰოპკინსი) და ფრანცისკის (ჯონათან პრაისი) შესახებ მოგვითხრობს.

Honorable Mentions:

The Lighthouse (IMDB 8.2)
Knives Out (IMDB 8.1)
A Beautiful Day in the Neighborhood (IMDB 7.9)
A Hidden Life (IMDB 7.7)
Pain & Glory (IMDB 7.7)
Rocketman (IMDB 7.4)
Dolemite Is My Name (IMDB 7.3)
Judy (IMDB 7.1)
The good liar (IMDB 6.5)
Harriet (IMDB 6.5)
Bombshell (IMDB 6.2)

პოპულალურები