LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წლიდან შენგენის ზონაში მოსახვედრად აშშ-ის მოქალაქეებს ვიზები დასჭირდებათ

161
airport1

აშშ-ის მოქალაქეებს 2021 წლიდან შენგენის ზონაში მოსახვედრად ვიზები დასჭირდებათ. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობის საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) შევსება მოუწევთ.სისტემის წყალობით, კონკრეტული პირის მონაცემები ავტომატურ რეჟიმში ევროკავშირის და ინტერპოლის ბაზაში შემოწმდება, რის საფუძველზეც დადგინდება, აქვს თუ არა აღნიშნულ მოქალაქეს ევროპაში შესვლის უფლება.ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული გაერთიანების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

ETIAS-ის ვებგვერდის თანახმად, ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების დონის გასაუმჯობესებლად მიიღო, რათა “თავი აარიდოს ნებისმიერ პრობლემას არალეგალურ იმიგრაციასთან და ტერორიზმთან დაკავშირებით”.

ევროპაში მოგზაურობისთვის ავტორიზაციის სისტემას სამწლიანი ვადა ექნება. ამ ხნის განმავლობაში აშშ-ის მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლა უპრობლემოდ შეეძლებათ.

შენგენის ზონა 26 ევროპულ ქვეყანას აერთიანებს. ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები აღნიშნულ ტერიტორიაზე ვიზის გარეშე მოგზაურობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები