LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 მაისს რუსთაველზე სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება

117
უ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 26 მაისს, სხვა ღონისძიებებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო ბაზრობა გაიმართება, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია.

ღონისძიება, რომელშიც 100 მეწარმე მიიღებს მონაწილეობას, იქნება გამორჩეული მისი მრავალფეროვნებით. სწორედ გამორჩეული და ერთმანეთისგან განსხვავებული მეწარმეების ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცეს, როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

გამოფენაგაყიდვაზე, წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა. ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის გარდა, ღონისძიებაზე დაგხვდებათ საკვები ობიექტები, გასართობი სივრცეები, სხვადასხვა სახის ვორქშოფები და ა.შ. ამასთანავე, აღნიშნული დღის თემატიკიდან გამომდინარე „გააზიარე ცოდნა“, წარმოდგენილი იქნებიან ქართველი მეწარმეები, რომლებიც მოსულ სტუმრებს გაუზიარებენ იმ სამეწარმეო გამოცდილებას, რომელიც წლების განმავლობაში შეიძინეს და საკუთარ ბიზნესად აქციეს.

ამასთან, ღონისძიებაზე მოეწყობა სხვადასხვა პროდუქციის დეგუსტაცია, სადაც თითოეულ ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება ადგილზე გაეცნოს და დააგემოვნოს ქართული ნაწარმი და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირები დაამყაროს ადგილობრივ მწარმოებლებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები