LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 მაისიდან 2 ივნისამდე ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული გაიმართება

168
Untitled design

27 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, “ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენა-კვირეული” მოეწყობა.

გამოფენაში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია ვებგვერდზე: www.weekofart.com უკვე დაწყებულია და 2021 წლის 30 აპრილამდე გაგრძელდება.

ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული ფონდ არტკავკასუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში ინიციატივით და ევროკავშირის პროგრამა “შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკისა” და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ქალთა პოპულარიზაციას. ციფრული ღონისძიება მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ევროპული კურსისა და გენდერული ჭრილის გათვალისწინებით და ეხმიანება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტს.

პროექტი ასევე დაეხმარება ქალებს, რომლებიც უმძიმეს სოციალურ რეალობაში ხელოვნებასთან მეგობრობენ და ხელოვნებაში ცხოვრებით ცდილობენ გადარჩენას.

პროექტის ფარგლებში გაიმართება  მხატვარ ქალთა  ყველაზე ფართომასშტაბიანი ციფრული გამოფენა და შეიქმნება პირველი ციფრული თანამედროვე ქალი მხატვრების ორენოვანი 2021 წლის კატალოგი.

როგორც ცნობილია, პროექტში მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი პროფესიონალი მხატვარი ქალი და ასევე 100 მოყვარული ხელოვანი, რომელთაგან ბევრის შემოქმედება კარგადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის – პროექტში მონაწილეობა უფასოა.

გამოფენა-კვირეულის დასრულების შემდეგ, მონაწილეთა მონაცემები პროექტის მონაცემთა ბაზაში რჩება, რაც საშუალებას აძლევს მონაწილეებს, მუდმივად ჩართულნი იყვნენ პროფესიულ ქსელში.

ხელოვნების მოყვარულებსა და პროფესიონალებს შესაძლებლობა ექნებათ მხატვარი ქალების ნამუშევრები კვირეულის ფარგლებში, 2021 წლის 27 მაისიდან 2 ივნისამდე საიტზე www.weekofart.com დაათვალიერონ.

ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული ფონდ არტკავკასუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში ინიციატივით და ევროკავშირის პროგრამა “შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკისა” და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

ორგანიზატორთა განცხადებით, პროექტი ყოველწლიურად ჩატარდება და და საერთაშორისო სახეს მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები