LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 წლის ქართველი გოგოს შეთხზულ ზღაპარზე მამამ მულტფილმი შექმნა

253

ცოტნე რუსიშვილმა, მისი 3 წლის გოგოს, კატოს მიერ შეთხზული ზღაპარი ანიმაციად აქცია და ინტერნეტში განათავსა.

მულტფილმს თავად პატარა კატო ახმოვანებს. 2 წუთიან ანიმაციას ამ დროისთვის 2 ათასზე მეტი ნახვა აქვს, მასში უკვე ცნობილი მულტფილმის გმირებიც მონაწილეობენ.

ცოტნე რუსიშვილი სოციალურ ქსელში წერს, როგორ წამოვიდა ამ ანიმაციის შექმნის იდეა.

“მოკლედ, კატოს ძილის წინ ვუყვები ხოლმე ზღაპრებს (სახელდახელოდ შეთხზულს). ჰოდა… ერთხელაც ვუთხარი, სუ მე რო გიყვები, ეხლა შენ მომიყევითქო…
ბევრი არ უფიქრია და უცბაშად შეთხზა ეს ზღაპარი თავის მეგობარ ნიტაზე. მამიკომ ეს მონაყოლი (მალულად) ჩაიწერა, მერე იდეამ დაჰკრა და ასე შეიქმნა ეს მინი მულწიკი”, – წერს ცოტნე რუსიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები