ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ”ღამის კურიერის” წამყვანი დაინტერესდა.
“მადლობა კითხვისთვის. არა უშავს, ჯერ სერიოზული გართულება ჩვენ არ გვქონია ამ ხნის განმავლობაში. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა გარკვეული სიმპტომები. ახლა, ის გადის დასკვნით კვლევებს და იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეს დასკვნითი კვლევები, შემდგომ გამოჩნდება უკვე რომელ ეტაპზე, დაკვირვების, თუ მონიტორინგის გადავა. ზოგადად, მისი ჯანმრთელობა, გეტყვით რომ დამაკმაყოფილებელია,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ,ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.