LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძის შვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა:”არ მინდა ეს საკითხი დამატებითი პანიკის წყარო გახდეს”

2183
BeFunky-collage

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ,ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

“მეგობრებო,

როგორც გუშინ უკვე გახდა ცნობილი, იქიდან გამომდინარე, რომ მე მქონდა კონტაქტი ჩემს თანამშრომელთან რომელსაც ოთხშაბათს დაუდგინდა კორონა ვირუსი, თავისთავად მეც და ყველა ის ადამიანი ვისთანაც ჰქონდა მას კონტაქტი გადავედით თვით იზოლაციის რეჟიმში.

საქართველოში კორონავირუსის ცხრა შემთხვევა დადასტურდა - ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსის უკვე ცხრა შემთხვევაა დადასტურებული. 

კონტაქტიდან გამონდინარე და იქიდან გამონდინარე რომ გუშინ დამეწყო ამ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომატიკა, ჩავითვალე მომატებულ რისკის მქონე პაციენტად და გამიკეთდა ანალიზი რომელმაც დაადასტურა რომ ვარ დაინფიცირებული კორონა ვირუსით.

ცრუ იმედია იმის თქმა, რომ კორონავირუსი ზაფხულში უბრალოდ გაქრება – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი

შესაბამისად გადმოვედი თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში და აქ დავიწყე მკურნალობა. საბედნიეროდ საკმაოდ ვიწროა ჩემი კონტაქტების სია, ( მხოლოდ ხუთშაბათს 05/03 ვისთანაც მქონდა ახლო და შედარებით ხანგრძლივი კონტაქტი) რა თქმა უნდა ყველა ამჟამად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან უკვე იზოლაციაში. თავს ვგრძნობ კარგად:)

მიუხედავად იმისა რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია (ისევე როგორც ყველა პაციენტის პერსონალური სამედიცინო ინფორმაცია), გადავწყვიტე რომ გავხადო საჯარო (გამჟღავნების უფლება ოფიციალურად ასევე მივეცი დაავადებათა კონტროლის ცენტრს) რამოდენიმე მიზეზით: 1. მიმაჩნია რომ ავადმყოფობა სირცხვილი არ არის. 2. არ მინდა ეს საკითხი რომ გახდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი 3. და რაც მთავარია არ გახდეს ეს დამატებითი პანიკის წყარო.

დარწმუნებული ვარ რომ თუ ვიქნებით მეტად სოლიდარულები და ყველა გავითავისებთ მეტად ჩვენს სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ძალიან მალე დავძლევთ ჩვენს ქვეყანაში ამ გამოწვევას”

https://www.facebook.com/nikoloz.gamkrelidze/posts/10157313741148721?__cft__[0]=AZW1SGXJnjAGN03nLV3GaeNw2SchV9ZKhtTYYQ6CBN2ExBQkDe80GTKFLVWfC6ThjiK_PQRr5D2cZdZN4ss_016rN-UY7qE8wdz9RhgfhKS053UaLPLEpO3wjpnYfAdjC5M&__tn__=%2CO%2CP-R

magti 5g