„შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლის გარდაცვალება დადასტურდა. 36 წლის ნიკოლოზ ჩალაძის ცხედარი მეუღლემ, თავისივე ნაჩუქარი ჯვრით ამოიცნო“, – ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლოზ ჩალაძის მეუღლის, ეკა გოგლიძის მეგობარი, ეკატერინე კიბაბიძე ავრცელებს.
როგორც მან „ფორტუნას“ განუცხადა, ნიკოლოზ ჩალაძის ცხედარი მეუღლემ და ძმებმა ამოიცნეს, თუმცა ოჯახი ახლა დნმ-ის ანალიზის პასუხებს ელოდება.
ეკატერინე კიბაბიძე საზოგადოებას ნიკოლოზ ჩალაძის ოჯახის დასახმარებლად დახმარებას სთხოვს:
- ნიკოლოზს დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. ხუთი წლის დემეტრეს ახლაც ჰგონია, რომ მამა სამსახურშია და ელოდება…
- წლინახევრის დათუჩას აქვს დაუნის ტრისომალური ფორმა, მას განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. ბავშვები სოციალურ შემწეობას იღებენ. ნიკოლოზს მუდმივი სამსახური არ ჰქონდა, ის მუშაობდა მშენებლობებზე და ტრაგედიის დღესაც სწორედ სამუშაოდ იმყოფებოდა შოვში.
? შოვის ტრაგედიამ უამრავი ადამიანი გააერთიანა, სოლიდარობის არაერთი მაგალითი ვიხილეთ.
ახლაც, ამ ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, გავერთიანდეთ ნიკოლოზის ოჯახის მხარდასაჭერად, თქვენს მიერ გაღებულ თითოეულ ლარს შეუძლია შეცვალოს ბავშვების მომავალი.
? ლიბერთი ბანკი
ანგარიშის ნომერი #GE72LB0711182522606000
მიმღები: ეკა გოგლიძე (ნიკოლოზის მეუღლე)“, – წერს ეკატერინე კიბაბიძე.