LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აღნიშნა ანუკი არეშიძემ დაბადების დღე – ულამაზესი ფოტოები საღამოდან

106730
BeFunky-collage

თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე 1 ივლისს 31 წლის გახდა. როგორც მისი “ინსტაგრამ” სთორებიდან ირკვევა, დიზაინერმა დაბადების დღე საკუთარ სახლში, უახლოეს მეგობრებთან ერთად აღნიშნა.

მათ შორის იყვნენ დიზაინერი და ანუკის მეჯვარე მაკა კვიციანი, ასევე პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია მეუღლესთნ ერთად.

 

ანუკიმ სა­კუ­თა­რი დი­ზა­ი­ნით შექ­მნი­ლი კაბა მოირგო და სუფ­რის დი­ზა­ინ­შიც მთა­ვა­რი შტრი­ხე­ბი შე­ი­ტა­ნა.

 

 

ბუნებრივია, დიზაინერმა არაერთი თბილი მილოცვა მიიღო “ინსტაგრამის” გამომწერებისგან. ანუკი არეშიძემ ყველას მადლობა გადაუხადა.

“ყველას დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის! დაბადების დღის ყველაზე დიდი საჩუქარია, როცა ასეთი მშვენიერი მეგობრები და ოჯახი მყავს! ღმერთმა დაგლოცოთ.

აქ არის ჩემი მშვენიერი ქმარი, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა…”- წერს ანუკი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები