LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

44-ადგილიანი ავტობუსით მხოლოდ 22 ტურისტის გადაადგილებაა დასაშვები

226
ტურისტული-ავტობუსი

ტურისტული ოპერატორებისა და გიდებისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები შემუშავდა. რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა და ის რამდენიმე პუნქტს მოიცავს.

რეკომენდაციებს შორის არის, რომ ტურზე წასვლამდე უნდა განხორციელდეს გიდის, მძღოლისა და ტურისტთა თერმოსკრინინგი, მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად; ტურისტული ჯგუფი (მათ შორის გიდი და მძღოლი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დახურულ სივრცეში ნიღაბი წარმოადგენს აუცილებლობას, ხოლო ხელთათმანი, პირბადე და დამცავი ფარი/სათვალე, გამოიყენოს საჭიროების შესაბამისად; სატრანსპორტო საშუალება კი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხით.

დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი, თუ რა სახის ტრანსპორტით რამდენი ტურისტის გადაადგილებაა დაშვებული. რეკომენდაციების მიხედვით, 6-ადგილიანი მინივენით 4, ხოლო 44-ადგილიანი ავტობუსით 22 ტურისტის გადაადგილებაა დასაშვები.

დოკუმენტი გიდის ვალდებულებებსაც მოიცავს: გიდს ტურისტებთან უშუალოდ შეხვედრისას უნდა ეკეთოს ნიღაბი; ტურის მსვლელობისას გიდმა სტუმრებთან უნდა დაიცვას დისტანცია; ტურის მსვლელობისას გიდს თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი, ტემპერატურის მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, ტურის დაწყების წინ და ა.შ

რეკომენდაციებს ვრცლად გაეცანით ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები