ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

fortuna.ge-მ შეარჩია 5 ახალი სერიალი, რომელიც ეკრანებზე თებერვალში გამოდის და რომელსაც მაყურებელი მოუთმენლად ელის.

ამერიკული სოული / American Soul

ამერიკული სერიალი, რომელიც ტელეარხ BET-ზე გადის, სოულ-ჯგუფის Gladys Knight & The Pips შემოქმედებაზე გვიყვება. სერიალში მთავარ როლს Destiny’s Child-ის ვოკალისტი კელი როულანდი ასრულებს და ის გლედის ნატის როლს განასახიერებს.

 

აკადემია „ამბრელა“ / The Umbrella Academy

სერიალში მოქმედება ჩენი დროის პარალელურად, 20-იანი წლების ალტერნატიულ რეალობაში ვითარდება, სადაც 43 ქალი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოვებულ ბავშვს აჩენს. სამწუხაროდ, სერ რეჯინალდი მხოლოდ 7 მათგანის გადარჩენას შეძლებს და სწორედ მათთვის ქმნის აკადემიას სახელად „ამბრელა“. წლების შემდეგ აკადემიის წევრები ერთიანდებიან, რათა კაცობრიობა იხსნან.

დამტკიცებული უდანაშაულობა / Proven Innocent

კომპანია „ფოქსი“ იურისტების შესახებ ახალ სერიალს იღებს. სერიალის მთავარი გმირი მედელინ სკოტია, რომელიც თინეიჯორობისას მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, გოგონა მთელს ძალებს იკრებს, რათა ყველას თავისი უდანაშაულობა დაუმტკიცოს.

 

პიარის სპეციალსიტი / Flack

ახალ სერიალში მთავარ როლს ანა პეკუინი ასრულებს, რომელიც ყველას კარგად ახსოვს ოსკაროსანი ფილმიდან „პიანინო“. ანა სერიალში პიარ სპეციალისტის როლში გვევლინება, სადაც საკუთარ გუნდთან ერთად წარმოუდგენელ ისტორიებს აწყდება.

 

ვისკი კავალიერი /  Whiskey Cavalier

სერიალი მათთვის, ვისაც დეტექტივები უყვარს. სერიალის მთავარი გმირი უილ ჩეიზია, რომელიც ახალ პარტნიორთან ერთად უამრავ საიდუმლოებით მოცულ მკვლელობას ხსნის.

 

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები