LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 მაისის მონაცემებით, საქართველოში 48 000-მდე აცრა ჩატარდა, ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაცია კი 72 ათასზე მეტმა მოქალაქემ გაიარა

82
Untitled design (5)

5 მაისის მონაცემებით, ვაქცინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 47 949 აცრა ჩატარდა.მათგან ბოლო 24 საათში, 2 564 მოქალაქე აიცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 7 009 ადამიანი.

ქვეყანაში მოსახლეობის აცრა “ასტრაზენაკას” ვაქცინით 15 მარტს დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაციის პროცესში ჩართულია “ასტრაზენეკას”, “ფაიზერის” და “სინოფარმის” ვაქცინა. “სინოფარმით” ვაქცინაცია გუშინ დაიწყო.

დღეიდან კი, “ასტრაზენეკას” მეორე დოზით აცრისთვის რეგისტრაცია იწყება.

ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის ვებპორტალზე, დღევანდელი მონაცემებით, უკვე დარეგისტრირებულია 72 ათასზე მეტი მსურველი.

წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, სექტორში სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღონ ინფორმაცია კოვიდ-19-ის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

მონაცემები მსურველთა რაოდენობის შესახებ ყოველწამიერად იცვლება.