LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“5 ნაბიჯში მთლიანი მთა მოგვდევდა, როგორ ავდექი, არ მახსოვს” – მარიამ ბერიანიძე

1042
ფორტუნა - 2023-08-08T153554.320

სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე „ფორმულასთან“ იმ დღეს იხსენებს, როდესაც შოვში ღვარცოფი ჩამოწვა. მარიამი ჰყვება, რომ ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ოჯახთან ერთად ტყეში იმყოფებოდა.

მისი თქმით, დაახლოებით, 4-ის 20 წუთზე საშინელი ხმაური გაიგეს, რის შემდეგაც დაინახეს, რომ მეწყერმა 10-მდე ხე მოგლიჯა.

“ვერტმფრენი რომ თავზე გეცემა, დაახლოებით, ასეთი ხმა იყო და მახსოვს, ეს გავიფიქრე კიდეც, რომ აქ ვერტმფრენს რა უნდა? და ვიფიქრეთ, ვერტმფრენი ხომ არ ვარდება? უცებ დავინახეთ, რომ 10 ხე მოწყდა და მოდის ჩვენკენ, იმ ხის ძირში ვიყავით, ფაქტობრივად, რომელიც მოწყდა.

ჩემმა მეუღლემ ჩემი შვილი აიტაცა ხელში და დავიწყეთ ქვემოთ გაქცევა, გავრბოდით ქვემოთ, მამისონის კოტეჯების მიმართულებით დავეშვით, დაახლოებით. ჩვენი სახლი უნდა გაგვევლო ყველა ვარიანტში და სანამ ამ სახლს ჩავუვლიდით, გზაში დავეცი, ორმოში, ქვას ჩამოვარტყი, ამ დროს მოვახერხე ერთი წამით უკან გახედვა და მივხვდი, რომ დაახლოებით, 5 ნაბიჯში მთლიანი მთა მოგვდევდა, როგორ ავდექი, არ მახსოვს ის მომენტი, მახსოვს, რომ მერე ღობეზე უნდა გადავმხტარიყავით, იმიტომ, რომ გასაქცევი არ გვქონდა და ამ ღობეზე პირველ რიგში ბავშვი გადავახტუნეთ, შემდეგ ჩვენ.

მივედით კალცის წყაროს ხიდთან, როგორც კი მივედით, პირველი ნაკადი ტალღა რაც მოდიოდა, ხიდმა გადაგვარჩინა იმით, რომ ეს გაატარა, როგორღაც მოერია და იმ მხარეს წაიღო, საითაც ჩვენ გავრბოდით. მივხვდით, რომ მეორე ტალღა, საშინელი, უზარმაზარი, დაახლოებით, 4 მეტრამდე ტალღა გვიახლოვდებოდა, ვხედავდით ამას და გადმოვედით ხიდიდან. ამ დროს ხიდზე ჯებირები დაგლიჯა, ხეები მოწყვიტა, კალცის მხარე სულ წაიღო და იქ ვინც იყვნენ – არ მახსოვს ადამიანები სახეზე, მაგრამ მახსოვს, რომ იყო ხალხი კალცის წყაროზე – ალბათ, იმ ხალხმა მოასწრო, შევიდნენ ტყეში და ვინც ვერ მოასწრო, ახალგაზრდა წყვილი იყო, ერთი ქალბატონი იყო, მეწყერმა მთლიანად წაიღო. ხეზე აცოცდნენ ეს ახალგაზრდა წყვილი და წაიღო ხეებიანად.

ჩვენ როგორღაც მოვახერხეთ ამ ხიდიდან გადმოსვლა და იქ, სადაც პირველი ტალღა მეწყერი ჩამოწვა, იმაზე დავიწყეთ აცოცება, ვფიქრობდით, რომ მეორე ტალღას უნდა ავრიდებოდით, მაგრამ დაგვარტყა მეორე ტალღა, დაახლოებით, 3-4 მეტრო იყო – ჩემი ქმარი ზურგიდან დაუდგა, ბავშვი ხელში დაიჭირა, მე წინიდან დავუდექი და ვცდილობდი, ხელებით გამეკავებინა, იქ რომ წავქცეულიყავით, ჩვენც ჩვეულებრივად წაგვიღებდა და არაფერი აღარ დარჩებოდა ჩვენგან.

მეორე ტალღიდან როგორ გამოვძვერით არ მახსოვს, ვცდილობდით ამ ღვარცოფისგან შექმნილ პატარა კუნძულზე აძრომას, ერთი ნაბიჯით მოვასწარით, ერთი ნაბიჯით აგვცდა მესამე ტალღა, რომ ისევ არ ჩავეთრიეთ და არ ჩავეტანეთ. ტალღები გაგრძელდა, იყო დაახლოებით მე-5, მე-6, მერე კალაპოტი შეიცვალა”, – იხსენებს ის.

ცნობისთვის, მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად აღმოჩენილია 19 ცხედარი.

„საშინელი პანიკა, წივილ-კივილი იყო.. ჩემი ძმა და დისშვილი გაიტაცა, ეს იყო ყველაზე საშინელი კადრები. დამანგრეველი ხმა გაისმა, უზარმაზარი ტალღა დაგვეჯახა და შორს გადაგვისროლა“ – რას იხსენებს ლანა ჯელაძე

„მე ერთ-ერთი ვარ იმ 16-დან, რომელიც მეწყერში მოყვა და გადარჩა. გადავრჩით მთელი ოჯახი – მე, მეუღლე და ჩემი 4 წლის ბიჭი.. 2 საათი ნახევრად ჩაფლულები ვიყავით შუაგულ მეწყერში“ – რას ჰყვება შოვის სტიქიას გადარჩენილი 

ვიდეო: „სამოთხეში ვიყავით შოვის ტყეში მთელი ოჯახი და ზუსტად ნახევარ საათში ჯოჯოხეთში მოვხვდით…” – რას იხსენებს დავით ჯელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g