LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

51 ახალი შემთხვევა და 1 გარდაცვლილი – დღის კოვიდსტატისტიკა

95
-1-2021-01-08_06-50-53_851067

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 1 655 221-ია.

ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 95-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 1 637 293-მდე გაიზარდა.

კოვიდინფექციამ კიდევ 1 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 16 811 პაციენტი.

ამ დრომდე:

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 286 ადამიანი.

ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 4 638, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 223, PCR ტესტით – 1 415.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,1%, ბოლო 14 დღის – 0,99%, ბოლო 7 დღის – 0,84%.

დღიურად აცრილთა რიცხვი 38-ია.

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.