LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი შტამი გაურბის იმუნიტეტს, რომელიც გამომუშავდება ვირუსის გადატანის შემდეგ ან ვაქცინაციის შედეგად, ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო – მაია ბუწაშვილი

259
Untitled design (2)

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით ომიკრონის ახალი ქვეშტამი, რომელიც მსოფლიოს 29 ქვეყანაშია გავრცელებული, აქამდე არსებულ ნებისმიერ შტამთან შედარებით ძალიან სწრაფად ვრცელდება.

რა მახასიათებლებით გამოირჩევა კოვიდ 19-ის ახალი ვარიანტი და მისი მასშტაბურად გავრცელების შემთხვევაში რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

„ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ შტამს უფრო მეტად ახასიათებდეს მძიმე მიმდინარეობა, ან ჰქონდეს ჰოსპიტალიზაციის გაზრდილი მაჩვენებელი. პრობლემაა ის, რომ ახალი შტამი გაურბის იმუნიტეტს, რომელიც გამომუშავდება ვირუსის გადატანის შემდეგ ან ვაქცინაციის შედეგად, ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო იმისთვის, რომ მასშტაბური გავრცელების შემთხვევაში გართულებების პროცენტული მაჩვენებელი იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ეს იყო ომიკრონის წინამორბედის შემთხვევაში“, – განაცხადა ინფექციონისტმა.

როგორც მაია ბუწაშვილმა აღნიშნა, კორონავირუსის ინფექცია დაემსგავსა სტანდარტულ სეზონურ ინფექციებს და კლინიკური მიმდინარეობით ვირუსების ერთმანეთისგან გარჩევა ფაქტობრივად შეუძლებელია. მისი თქმით, ამას ემატება ისიც, რომ ტესტების ჩატარება შემცირებულია, რაც ართულებს ახალი შტამის გამოვლენას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები