LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

54 საკითხია განსახილველი, ბიუროს სხდომა 40+ წუთია დაიწყო და ჯერ არ დაგვიწყია არც ერთი საკითხის განხილვა… დაწყებისთანავე დაიწყო „ნაც-ქოცური“ ჩხუბი – ხვიჩია

39
787878

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ სიტუაციაზე სოციალურ ქსელში წერს.

დეპუტატი ამბობს, რომ 54 საკითხია განსახილველი და იმის ნაცვლად, რომ დეპუტატებმა სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებზე იმსეჯელონ, უკვე 40 წუთია „ნაც-ქოცურ“ ჩხუბის თვალის დევნა უწევს.

„ბიუროს სხდომაზე ვზივარ.

54 საკითხია განსახილველი, სხდომა 40+ წუთია დაიწყო და ჯერ არ დაგვიწყია არც ერთი საკითხის განხილვა, რადგან დაწყებისთანავე დაიწყო „ნაც – ქოცური“ ჩხუბი.

„ნაცები“ შალვა პაპუაშვილს ბრალს სდებენ თინა ბოკუჩავაზე ძალადობაში, ის კი პასუხობს, რომ სხვა დეპუტატებს იცავდა თინას თავდასხმისგან.

ამას ვუსმენ 40 წუთზე მეტია.

სხვა თემაზე ხმა არავის ჯერ არ ამოუღია.

სხდომაც მორჩა ამასობაში“. – წერს იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები