LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

54 წლის ნიკოლ კიდმანი „არმანის“ წულის კაბაში წითელი ხალიჩის დედოფალია

572
nikolkidman

აარონ სორკინის ახალი ფილმის „მე მიყვარს ლუსი“ პრემიერა ამჯერად ლოს-ანჯელესში გაიმართა. სამგზის „ოსკაროსანი“ რეჟისორის ფილმის ჩვენებაზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო, მათ შორის წითელი ხალიჩა დაიკავეს მთავარი როლის შემსრულებლებმა, ნიკოლ კიდმანმა და ჰავიერ ბარდემმა. მათ ეკრანზე ლეგენდარული წყვილი, ლუსილ ბოლი და დეზი არნაზი განასახიერეს.

ნიკოლ კიდმანი და ხავიერ ბარდემი ლეგენდარული მსახიობების როლში – უახლესი ფოტოები გადასაღები მოედნიდან

რაც შეეხება კიდმანს, მან ამჯერადაც მოახერხა ნამდვილი ფურორის მოხდენა, 54 წლის ვარსკვლავი ბრწყინავდა „არმანის“ ულამაზეს, ჰაეროვან კაბაში. ტიულის კაბა თვლებით იყო გაფორმებული.

„კაბა შიშველი პრესით“ – 54 წლის ნიკოლ კიდმანი „ივ სენ- ლორანის“ შავ კაბაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები