LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

54 წლის სელმა ჰაიეკი რომის ქუჩებში – მსახიობი იტალიაში გადაღებებზე იმყოფება

201
selmahk45

54 წლის სელმა ჰაიეკი პაპარაცებმა რომის ქუჩებში გადაიღეს, ის ყვავილებიანი ულამაზესი კაბით გამოჩნდა. მსახიობს თეთრი ფეხსაცმელი ეცვა და ამავე ფერის პირბადე ეკეთა.

სელმა ჰაიეკი ამჯერად რომში გადაღებების გამო იმყოფება, ის მონაწილეობს რიდლი სკოტის ახალ ფილმში „გუჩის სახლი“, რომლის გადაღებებიც აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ,,ოსკარის” ნომინანტი სელმა ფილმში პინა აურიემას როლს ასრულებს. პინა ლეგენდარული მაურიციო გუჩის ცოლის უახლოესი მეგობარი და ნათელმხილველი გახლდათ. რაც ეხება პატრიცია რეჯანის, მას ფილმში ლედი გაგა განასახიერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები